ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა1 წთ საკითხავი👁 6

მაია ბითაძე: ვგეგმავთ განვახორციელოთ მასშტაბური ინვესტიცია შიდა ქართლის თეატრალურ ინფრასტრუქტურაში

მაია ბითაძე: ვგეგმავთ განვახორციელოთ მასშტაბური ინვესტიცია შიდა ქართლის თეატრალურ ინფრასტრუქტურაში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ქ. გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში იმყოფებოდა. მასთან ერთად იყვნენ: სახელმწიფო რწმუნებული…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ქ. გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში იმყოფებოდა. მასთან ერთად იყვნენ: სახელმწიფო რწმუნებული…

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ქ. გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში იმყოფებოდა. მასთან ერთად იყვნენ: სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე და ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი.

მინისტრს თეატრის ინფრასტრუქტურისა და ტექნიკურ სფეროში არსებული საჭიროებების, ასევე შემოქმედებითი გეგმების შესახებ ინფორმაცია თეატრის დირექტორმა ნიკოლოზ ჰაინე-შველიძემ და გენერალურმა მენეჯერმა თამარ თოხაძემ გააცნეს.

თეატრის შენობა უნიკალური კომპლექსია, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია და გადაუდებელი მასშტაბური რეაბილიტაციის ჩატარებას საჭიროებს. რეაბილიტაციის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია.

„ქართული დრამატურგიის ფუძემდებლის, გიორგი ერისთავის სახელის მატარებელი თეატრი ათწლეულების განმავლობაში რეგიონის კულტურული ცხოვრების ცენტრი იყო, რაც მომავალშიც უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო დიდი მასშტაბი შეიძინოს. ჩვენი მიზანია შევქმნათ ქართული თეატრების განახლებული და მოდერნიზებული ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც უნდა მივიღოთ შემოქმედებითი აღმასვლა, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე აღიარება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი რეგიონების გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს საკუთარ ქალაქებსა და სოფლებში თვითრეალიზაციისა და განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეთ. თეატრი ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია - სივრცე, სადაც ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზება ხდება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს