ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა2 წთ საკითხავი👁 8

იმერეთი „გემოფესტისთვის“ ემზადება

იმერეთი „გემოფესტისთვის“ ემზადება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით 26, 27 და 28 ივნისს, ქუთაისში, გასტრონომიული ფესტივალი „გემოფესტი“ გაიმართება. ფესტივალი სამივე დღეს 15:00 საათიდან 00:00 საათა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით 26, 27 და 28 ივნისს, ქუთაისში, გასტრონომიული ფესტივალი „გემოფესტი“ გაიმართება. ფესტივალი სამივე დღეს 15:00 საათიდან 00:00 საათა…

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით 26, 27 და 28 ივნისს, ქუთაისში, გასტრონომიული ფესტივალი „გემოფესტი“ გაიმართება.

ფესტივალი სამივე დღეს 15:00 საათიდან 00:00 საათამდე ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება, დასწრება თავისუფალია.

„გემოფესტში“ პირველად აფხაზეთიდან 10 მეწარმე მიიღებს მონაწილეობას. ჯამში ფესტივალზე 20-მდე მეწარმე და18 ვენდორი იქნება წარმოდგენილი.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა სამეწარმეო ბაზარი, ღვინისა და ხემსის პავილიონი, აგრო ზონა, საბავშვო სივრცე, გრილისა და ბარის ზონები.

„გემოფესტის“ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები და მონაწილეობა მიიღონ ფესტივალის გასართობ აქტივობებში.

ღონისძიების მუსიკალურ პროგრამას დიჯეები და ბენდი გააფორმებენ.

27 ივნისს კონცერტზე წარმოდგენილი იქნება უცხოელი შემსრულებელი - სერ ვალდო ვეზერსი, მსოფლიოში ცნობილი საქსოფონისტი, რომელიც ცნობილია, ჯეიმს ბრაუნთან ხანგრძლივი თანამშრომლობით.

27 ივნისს 18:00 საათზე ფესტივალზე უელსი - საქართველოს რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენება მოეწყობა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ფესტივალს გააშუქებენ საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებიც, „გემოფესტს“ დაესწრება ნიდერლანდებიდან ინფლუენსერი ვულფ ალექსანდერი გადამღებ ჯგუფთან ერთად.

ალექსანდერი საქართველოს გასტრო ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეორგოლს ამზადებს. ფესტივალზე წარმოდგენილები იქნებიან კულინარიისა და ტურიზმის თემებზე მომუშავე ჟურნალისტები არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და ომანიდან, მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული მიმართულების, მათ შორის ქართული კერძებისა და ფესტივალების შესახებ სტატიებს მოამზადებენ.

„გემოფესტის“ მიზანია, საქართველოს რეგიონების მრავალფეროვანი სამზარეულოს პოპულარიზაცია და აღნიშნულ სფეროში მომუშავე ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა. ფესტივალი ერთ სივრცეში გააერთიანებს ადგილობრივ მწარმოებლებს, მეწარმეებსა და გასტრონომიის მოყვარულებს, რაც რეგიონული პროდუქციის პოპულარიზაციასა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს