ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა1 წთ საკითხავი👁 10

კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე სამუშაო ვიზიტით ლევილის ქართველთა მამულს ეწვია

კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე სამუშაო ვიზიტით ლევილის ქართველთა მამულს ეწვია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, მაკა გურგენიძე სამუშაო ვიზიტით ლევილის ქართველთა მამულს ეწვია და ადგილზე განხორციელებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ვიზიტის ფ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, მაკა გურგენიძე სამუშაო ვიზიტით ლევილის ქართველთა მამულს ეწვია და ადგილზე განხორციელებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ვიზიტის ფ…

საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, მაკა გურგენიძე სამუშაო ვიზიტით ლევილის ქართველთა მამულს ეწვია და ადგილზე განხორციელებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

ვიზიტის ფარგლებში მაკა გურგენიძემ ლევილის ქართველთა მამულის სარეაბილიტაციო პროექტების დასკვნით ეტაპზე არსებული მდგომარეობა შეაფასა და მიმდინარე პროცესებს გაეცნო. გაიმართა შეხვედრა ლევილის მერთან, ერიკ ბრევთან და კონტრაქტორ კომპანიებთან, რომელზეც დეტალურად განიხილეს თითოეული მიმართულებით სამუშაოების შესრულების პროგრესი, არსებული საჭიროებები და სამუშაოების დასრულების ეტაპზე გასათვალისწინებელი ტექნიკური საკითხები.

პროექტი ფინალურ ფაზაშია. ამჟამად სამუშაოების ინტენსიური კოორდინაცია მიმდინარეობს, რათა ყველა კომპონენტი დადგენილ ვადებში და მაღალი სტანდარტების შესაბამისად შესრულდეს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ კულტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გურამ ტუღუში, ასევე, ლევილის ქართული აკადემიის ხელმძღვანელი, თამარ კვარაცხელია და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს