ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა1 წთ საკითხავი👁 13

“თბილისი პიანო ფესტი 2026“ პიანისტისა და ფესტივალის დამფუძნებლის, დუდანა მაზმანიშვილის, მაესტრო კარლო პონტისა და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტით დაიხურა

“თბილისი პიანო ფესტი 2026“ პიანისტისა და ფესტივალის დამფუძნებლის, დუდანა მაზმანიშვილის, მაესტრო კარლო პონტისა და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტით დაიხურა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ორბელიანის მოედანზე გამართულ ღონისძიებაზე შესრულდა ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის უვერტიურა ოპერიდან „ფიგაროს ქორწინება“ და ედვარდ გრიგის საფორტეპიანო კონცერტი ლა მინორი. საღამოს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ორბელიანის მოედანზე გამართულ ღონისძიებაზე შესრულდა ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის უვერტიურა ოპერიდან „ფიგაროს ქორწინება“ და ედვარდ გრიგის საფორტეპიანო კონცერტი ლა მინორი. საღამოს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ს…

ორბელიანის მოედანზე გამართულ ღონისძიებაზე შესრულდა ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის უვერტიურა ოპერიდან „ფიგაროს ქორწინება“ და ედვარდ გრიგის საფორტეპიანო კონცერტი ლა მინორი.

საღამოს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე საქართველოს პრეზიდენტის მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან, კულტურის მინისტრის მოადგილესთან, მაკა გურგენიძესთან და თბილისის მერის მოადგილესთან, ანდრია ბასილაიასთან ერთად დაესწრო.

„თბილისი პიანო ფესტის“ დაარსების დღიდან, დუდანა მაზმანიშვილთან ერთად, უშუალოდ ვიყავი ჩართული ამ ფესტივალის შექმნაში. მიხარია, რომ წლების განმავლობაში მისი მასშტაბი და მნიშვნელობა იზრდება.

აღსანიშნავია, რომ ღია ცის ქვეშ გამართული კონცერტები კიდევ უფრო მეტ ადამიანს აძლევს კლასიკურ მუსიკასთან ზიარების შესაძლებლობას.

დუდანასა და მის გუნდს ვულოცავ ფესტივალის წარმატებით დასრულებას და მადლობას ვუხდი იმ განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელიც მათ თბილისის კულტურულ ცხოვრებაში შეაქვთ“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

საქართველოს კულტურის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიის და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით ფესტივალი წელს მეშვიდედ ჩატარდა. ორი კვირის განმავლობაში თბილისმა კლასიკური მუსიკის არაერთ გამორჩეულ ვარსკვლავს უმასპინძლა, მათ შორის: პოლ ლუისს, ციპრიენ კაცარისს, ალექსეი ვოლოდინს, ედიტ პენიას, კონსტანტინ ლიფშიცს, ნიკოლოზ ნამორაძეს, ანდრიუს ჟლაბისსა და სიმონ გრაიშს.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს