ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა1 წთ საკითხავი👁 8

ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია ჟენევაში გაიმართა

ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია ჟენევაში გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, შვეიცარიის კონფედერაციის ქალაქ ჟენევაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიებას HoReCa სექტორის წარმომადგენლები დაე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, შვეიცარიის კონფედერაციის ქალაქ ჟენევაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიებას HoReCa სექტორის წარმომადგენლები დაე…

საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, შვეიცარიის კონფედერაციის ქალაქ ჟენევაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა.

ღონისძიებას HoReCa სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო სტუმრებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თამთა ყველაიძემ და სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარემ, ანა გოდაბრელიძემ გააცნეს.

ღონისძიებას ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი რევაზ ლომინაძე დაესწრო.

„ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურად აგრძელებს მარკეტინგული აქტივობების განხორციელებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის შვეიცარიის კონფედერაციაში. აღნიშნულ ბაზარზე მსგავსი ღონისძიებების ჩატარება მიზნად ისახავს ქართული ღვინის საექსპორტო არეალის გაფართოებასა და ბაზრების დივერსიფიცირების პროცესის ხელშეწყობას“, - აღნიშნა თამთა ყველაიძემ.

ქართული ღვინის ცნობადობის ზრდა და მისი საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სააგენტო 2013 წლიდან აქტიურად ახორციელებს მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და აზიის ქვეყნებში, რაც ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდასა და ახალი ბაზრების ათვისებას უწყობს ხელს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს