ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა1 წთ საკითხავი👁 6

ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში კულტურული პროგრამის წარდგენასთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გაიმართა.

ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში კულტურული პროგრამის წარდგენასთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გაიმართა.
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ პრესკონფერენციაში საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე, გიორგი მირცხულავა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ზურაბ მჭედლიშვ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ პრესკონფერენციაში საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე, გიორგი მირცხულავა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ზურაბ მჭედლიშვ…

ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ პრესკონფერენციაში საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე, გიორგი მირცხულავა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ზურაბ მჭედლიშვილი, ანსამბლ „რუსთავის“დირექტორი, ია მაქაცარია და სამხატვრო ხელმძღვანელი, მიხეილ ჯავახიშვილი მონაწილეობდნენ.

პრესკონფერენციაზე გიორგი მირცხულავამ საქართველოსა და ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფორმებულ მემორანდუმზე ისაუბრა, რომელსაც ორი ქვეყნის კულტურის მინისტრებმა მოაწერეს ხელი.

აღინიშნა, რომ მემორანდუმის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის კულტურული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და საელჩოს ჩართულობით ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელებას შეეწყობა ხელი.

ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელებმა ადგილობრივ მედიას საქართველოს კულტურის დღეების ფარგლებში, ბრაზილიაში დაგეგმილი საკონცერტო ტურნეს დეტალები გააცნეს.

ორგანიზატორებმა ბრაზილიაში, კლაუდიო სანტოროს სახელობის ეროვნულ თეატრსა და რიო-დე-ჟანეიროში, კლარო მაიზის თეატრში დაგეგმილი კონცერტების შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ კონცერტები ბრაზილიელ მაყურებელს ქართული მრავალხმიანი სიმღერისა და ეროვნული ქორეოგრაფიის გაცნობის შესაძლებლობას მისცემს.

ღონისძიებები კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანადგომით იმართება. ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ღონისძიებების ორგანიზებაში აქტიურად არის ჩართული.

პრესკონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ბრაზილიის კულტურული ურთიერთობების მნიშვნელობაზე, ასევე პერსპექტივაზე, რაც ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას უკავშირდება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს