ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა1 წთ საკითხავი👁 9

კულტურის მინისტრის მოადგილე რიო-დე-ჟანეიროს შტატის კულტურისა და შემოქმედებითი ეკონომიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

კულტურის მინისტრის მოადგილე რიო-დე-ჟანეიროს შტატის კულტურისა და შემოქმედებითი ეკონომიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა რიო-დე-ჟანეიროს შტატის კულტურისა და შემოქმედებითი ეკონომიკის სახელმწიფო მდივანს, დანიელე ბაროსს შეხვდ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა რიო-დე-ჟანეიროს შტატის კულტურისა და შემოქმედებითი ეკონომიკის სახელმწიფო მდივანს, დანიელე ბაროსს შეხვდ…

ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა რიო-დე-ჟანეიროს შტატის კულტურისა და შემოქმედებითი ეკონომიკის სახელმწიფო მდივანს, დანიელე ბაროსს შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მიმდინარე ვიზიტის პერიოდში, საქართველოსა და ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობაზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

გიორგი მირცხულავამ აღნიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბრაზილიასთან კულტურული თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას და განსაკუთრებულად აფასებს რიო-დე-ჟანეიროს, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ცენტრის როლს.

მხარეებმა კულტურის სხვადასხვა მიმართულებით ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვეს. ყურადღება გამახვილდა კინოს, თეატრის, სამუზეუმო, ლიტერატურული და შემოქმედებითი პროცესების მხარდაჭერის საკითხებზე.

მინისტრის მოადგილემ საქართველოსა და ბრაზილიას შორის განხორციელებულ წარმატებულ კულტურულ პროექტებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ქართული კულტურის დღეების ფარგლებში, რიო-დე-ჟანეიროში, კლარო მაიზის თეატრში, სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი გაიმართება.

საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზურაბ მჭედლიშვილი, საელჩოს წარმომადგენლები, კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, ზურაბ ბაკურაძე. ბრაზილიის მხრიდან კი რიო-დე-ჟანეიროს შტატის მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბრუნო კოსტა და რიო-დე-ჟანეიროს შტატის მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორი ადრიანა ნოვისი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს