ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა1 წთ საკითხავი👁 6

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ვარშავაში ქართული ღვინის წარდგენა "Georgian Grand Tasting" გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ვარშავაში ქართული ღვინის წარდგენა "Georgian Grand Tasting" გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი პოლონური მარკეტინგული კომპანიის „People PR” ორგანიზებით, ვარშავაში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია „Georgian Grand Tasting“ გაიმართა. ღონისძიებას, რომლის მიზანი ქარ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი პოლონური მარკეტინგული კომპანიის „People PR” ორგანიზებით, ვარშავაში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია „Georgian Grand Tasting“ გაიმართა. ღონისძიებას, რომლის მიზანი ქარ…

ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი პოლონური მარკეტინგული კომპანიის „People PR” ორგანიზებით, ვარშავაში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია „Georgian Grand Tasting“ გაიმართა.

ღონისძიებას, რომლის მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაა, პოლონელი ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები, სტუმარმასპინძლობის სექტორის (HoReCa) და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

დეგუსტაციაზე წარდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 40 კომპანიის სხვადასხვა სახეობის პროდუქცია. აღნიშნული ფორმატის ღონისძიება ქართველი მწარმოებლებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ პოლონელ იმპორტიორებთან და დისტრიბუტორებთან დაამყარონ საქმიანი კონტაქტები და, შესაბამისად, გაზარდონ გაყიდვები.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის მასტერკლასები, რომლებსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე, სააგენტოს ღონისძიებების კოორდინატორი ირაკლი ჩოლობარგია, პოლონელი სომელიეები იან კნობერი და სიმონ მილონასი უძღვებოდნენ.

დეგუსტაციაზე „Georgian Grand Tasting“ ღვინის წარსადგენად ქართველმა მეწარმეებმა მხარდაჭერა მიიღეს პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსგანაც.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, რომელმაც ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. აღნიშნულს ბაზარზე ღვინის ეროვნული სააგენტო პოლონურ მარკეტინგულ კომპანიასთან „People PR” 2022 წლიდან თანამშრომლობს. აღნიშნულ პერიოდში პოლონეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის სტაბილური ზრდა ფიქსირდება.



როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს