ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა1 წთ საკითხავი👁 7

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ნანი ბრეგვაძის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ნანი ბრეგვაძის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში, ნანი ბრეგვაძესთან ერთად, მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი, სოლისტები - ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, სოფო ხალვაში, ანსამბლი „შვიდკაცა“, ბათუმის მუსიკალური ცენტრ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში, ნანი ბრეგვაძესთან ერთად, მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი, სოლისტები - ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, სოფო ხალვაში, ანსამბლი „შვიდკაცა“, ბათუმის მუსიკალური ცენტრ…

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში, ნანი ბრეგვაძესთან ერთად, მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი, სოლისტები - ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, სოფო ხალვაში, ანსამბლი „შვიდკაცა“, ბათუმის მუსიკალური ცენტრის კაპელა, ფესტივალის ორკესტრი და ბენდი მონაწილეობდა. საღამოს წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე იყო.

ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე მეუღლესთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ნანი ბრეგვაძე ცოცხალი ლეგენდა და სცენის ნამდვილი დედოფალია. მისი 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ბათუმიდან დაწყება სიმბოლური და სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ქალბატონ ნანის ბათუმი განსაკუთრებულად უყვარს.

ემოციურად დატვირთულმა დღევანდელმა საღამომ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად გამორჩეული ადამიანია ქალბატონი ნანი. ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობას და კიდევ ბევრ ბედნიერ შეხვედრას მაყურებელთან. მადლობა ამ დაუვიწყარი ემოციებისთვის.

მადლობა აჭარის მთავრობას და ბათუმის მერიას მხარდაჭერისთვის, მადლობა მაესტრო ნიკა ნიკვაშვილს პროფესიონალიზმისთვის და რა თქმა უნდა, ნანი ბრეგვაძეს იმ უდიდესი შემოქმედებითი მემკვიდრეობისთვის, რომელიც მან საქართველოს აჩუქა“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

საღამო საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ შემოქმედებითი საქართველოს და ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.



როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს