ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა1 წთ საკითხავი👁 13

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო – ბოლნისის სიონის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო – ბოლნისის სიონის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, ბოლნისის სიონის ტაძარზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, ბოლნისის სიონის ტაძარზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული…

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, ბოლნისის სიონის ტაძარზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, რომელიც ბოლნელ მთავარეპისკოპოსს, მეუფე ეფრემს შეხვდა. მათ დაათვალიერეს ძეგლი, გაეცნენ მის არსებულ მდგომარეობას და განიხილეს დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები.

„პროექტის ფარგლებში ტაძრის ინტერიერსა და ექსტერიერში მიმდინარეობს ქვის საკონსერვაციო სამუშაოები. განხორციელდა საბჭოთა პერიოდში ცემენტის დუღაბზე მოწყობილი იატაკის მოხსნა, ხოლო უახლოეს პერიოდში დაიწყება ახალი, ბუნებრივი ქვის იატაკის დაგება. არქეოლოგიური ზედამხედველობით მოხდება სამარხების მოწესრიგება. ასევე, დაგეგმილია ტაძრის ტერიტორიის კეთილმოწყობა და ინტერიერში ელექტროგაყვანილობის სისტემის მონტაჟი. ამავდროულად, ხორციელდება საკურთხეველსა და ჩრდილო-აღმოსავლეთის მინაშენზე არსებული დაზიანებული სახურავის დემონტაჟი და ახალი სახურავის მოწყობა“, – ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

ბოლნისის სიონის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოლნისის ჩრდილოეთით, საავტომობილო გზის პირას. კომპლექსის დომინანტური ნაგებობაა V საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა, ნაგები ბოლნური ტუფის თლილი კვადრებით, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადრექრისტიანულ ძეგლს საქართველოში.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს