ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა2 წთ საკითხავი👁 11

საქპატენტი ჟენევაში საქართველოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს გამართავს, რომლებსაც მსოფლიოს 190-ზე მეტი ქვეყნიდან ასეულობით სტუმარი დაესწრება

საქპატენტი ჟენევაში საქართველოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს გამართავს, რომლებსაც მსოფლიოს 190-ზე მეტი ქვეყნიდან ასეულობით სტუმარი დაესწრება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) რიგით 68-ე გენერალური ასამბლეა გაიხსნა, რომელშიც 194 წევრი სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის ასეულობით წარმომადგენელი მონაწილეობს.…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) რიგით 68-ე გენერალური ასამბლეა გაიხსნა, რომელშიც 194 წევრი სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის ასეულობით წარმომადგენელი მონაწილეობს.…

შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) რიგით 68-ე გენერალური ასამბლეა გაიხსნა, რომელშიც 194 წევრი სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის ასეულობით წარმომადგენელი მონაწილეობს.

ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ ორგანიზებით, 8 ივლისს გაიმართება საქართველოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც დაესწრება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი. ღონისძიება, საერთო ჯამში, უმასპინძლებს ასობით დელეგატს მსოფლიოს 190-ზე მეტი ქვეყნიდან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, სახელმწიფო უწყებების მაღალი რანგის თანამდებობის პირებსა და ინტელექტუალური საკუთრების სფეროს ლიდერებს.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ექსპოზიციები ქართული ენისა და უნიკალური დამწერლობის, ასევე მრავალსაუკუნოვანი ლიტერატურის, ტრადიციული სამოსის, საიუველირო ხელოვნებისა და ღვინის კულტურის შესახებ; გაიმართება ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლი „ბასიანი“ და ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ საქართველოს ადგილწარმოშობის დასახელების მქონე პროდუქტები და ქართული ტრადიციული კერძები.

WIPO-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე სიტყვით მიმართავს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს. ასევე, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები WIPO-ს გენერალურ დირექტორთან, ევროპის საპატენტო უწყებისა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელ პირებთან, სადაც განხილული იქნება ინტელექტუალური საკუთრების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი პროექტების განვითარების საკითხები.

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) რიგით 68-ე გენერალური ასამბლეა 15 ივლისამდე გაგრძელდება.

ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს