ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა2 წთ საკითხავი👁 11

ქართული ღვინო მსოფლიოს 16 ქვეყანაში გამართულ სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებაზე იყო წარმოდგენილი

ქართული ღვინო მსოფლიოს 16 ქვეყანაში გამართულ სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებაზე იყო წარმოდგენილი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო 11 გამოფენა/ფესტივალზე მსოფლიოს 8 ქვეყანაში, ესენია: იაპონია, იტალია, სლოვენია, საბერძნეთი,…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო 11 გამოფენა/ფესტივალზე მსოფლიოს 8 ქვეყანაში, ესენია: იაპონია, იტალია, სლოვენია, საბერძნეთი,…

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო 11 გამოფენა/ფესტივალზე მსოფლიოს 8 ქვეყანაში, ესენია: იაპონია, იტალია, სლოვენია, საბერძნეთი, აშშ, ავსტრია, დიდი ბრიტანეთი და ბელარუსი. ინფორმაციას ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქართული ღვინის 80-მდე პრეზენტაცია/დეგუსტაცია გაიმართა მსოფლიოს 10 ქვეყანაში: გერმანიაში, ავსტრალიაში, აშშ-ში, თურქეთში, ნორვეგიაში, საფრანგეთში, ბელგიაში, შვეიცარიაში, სამხრეთ კორეასა და დიდ ბრიტანეთში.

„ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში 15 ღონისძიება, მასტერკლასი, გამოფენა, ფესტივალი, კონკურსი და ფორუმი გაიმართა.

საანგარიშო პერიოდში უცხოელი ღვინის პროფესიონალების, სავაჭრო სფეროსა და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით საქართველოში გაიმართა ღვინის 9 ტური.

როგორც ქვეყნის გარეთ, ისე საქართველოს მასშტაბით, ღონისძიებებში 200-მდე ღვინის კომპანია და მარანი მონაწილეობდა.

ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით აქტიური თანამშრომლობა გაგრძელდა ისეთ საერთაშორისო მედიასაშუალებებსა და გამომცემლობებთან, როგორებიცაა: Gambero Rosso TV, TV SOMM TV, New York Post-ი, Seven Fifty, daily Vine Pair-ი და Grapefriend-ი.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართული ღვინის, როგორც ქვეყნის იდენტობისა და უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და მასთან დაკავშირებული ტრადიციების წარმოჩენის მიზნით დაწესდა ღვინის ეროვნული დღე, რომელიც ყოველწლიურად 8 მაისს აღინიშნება.

სტრატეგიულ და პრიორიტეტულ ბაზრებზე სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებებს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიები ახორციელებენ. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართველი მწარმოებლები მონაწილეობენ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაში, გაძლიერდა მედიაკამპანიები და მომხმარებელზე ორიენტირებული აქტივობები.

სტრატეგიულ ბაზრებად რჩება აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია“, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს