ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა1 წთ საკითხავი👁 11

ეროვნულ სასახლეში, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ ქართული კინოსადმი მიძღვნილი სერიის ახალი წიგნების - „ქართული კინო 1940-1960“ და „ქართული კინო 1960-1970“ წარდგენა გაიმართა

ეროვნულ სასახლეში, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ ქართული კინოსადმი მიძღვნილი სერიის ახალი წიგნების - „ქართული კინო 1940-1960“ და „ქართული კინო 1960-1970“ წარდგენა გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ეროვნულ სასახლეში, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ ქართული კინოსადმი მიძღვნილი სერიის ახალი წიგნების - „ქართული კინო 1940-1960“ და „ქართული კინო 1960-1970“ წარდგენა გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ეროვნულ სასახლეში, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ ქართული კინოსადმი მიძღვნილი სერიის ახალი წიგნების - „ქართული კინო 1940-1960“ და „ქართული კინო 1960-1970“ წარდგენა გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტ…

ეროვნულ სასახლეში, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ ქართული კინოსადმი მიძღვნილი სერიის ახალი წიგნების - „ქართული კინო 1940-1960“ და „ქართული კინო 1960-1970“ წარდგენა გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე პირველ მოადგილესთან, მაკა გურგენიძესთან ერთად დაესწრო.

„დღეს ქართული კინოს შესახებ გამოცემული მეოთხე წიგნის წარდგენას ვესწრებით. ვულოცავ ამ მნიშვნელოვან მოვლენას ყველას, ვინც ამ პროექტზე მუშაობდა. ეს გამოცემები ერთ სივრცეში აერთიანებს ქართული კინოს ისტორიას, საარქივო მასალებსა და კინომცოდნეთა კვლევებს. ფაქტობრივად, ეს არის უნიკალური ნაშრომი, რომელიც მომავალ თაობებს ქართული კინოს შესახებ მრავალმხრივ და სრულყოფილ წარმოდგენას უქმნის. სასიხარულოა ისიც, რომ ამ სერიის მეხუთე წიგნზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გადავუხდი ავტორებს და პროექტში ჩართულ თითოეულ ადამიანს“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

პრეზენტაციაზე სარედაქციო ჯგუფის წევრებმა გამოცემების კონცეფციასა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

„ქართული კინო 1940-1960“ და „ქართული კინო 1960-1970“ ათწლეულების მიხედვით შექმნილი იმ სერიის ნაწილია, რომელიც 2020 წლიდან გამოიცემა. წიგნები დაინტერესებული მკითხველისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტურ წყაროს წარმოადგენს, რადგან მათში ქართული კინოს განვითარების სხვადასხვა ეტაპი, ჟანრული მრავალფეროვნება, ფილმების შექმნის ისტორია და კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი საქმიანობაა აღწერილი. გამოცემების მთავარი რედაქტორები მანანა ლეკბორაშვილი და ქეთევან ტრაპაიძე არიან.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს