ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა2 წთ საკითხავი👁 11

ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მესამე შეხვედრა გაიმართა

ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მესამე შეხვედრა გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მესამე შეხვედრა გაიმართა,- ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრას, რომელშიც ორი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მესამე შეხვედრა გაიმართა,- ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრას, რომელშიც ორი…

ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მესამე შეხვედრა გაიმართა,- ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრას, რომელშიც ორი ქვეყნის კულტურის სამინისტროების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე, გიორგი მირცხულავა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მოადგილე, ფარიდ ჯაფაროვი უძღვებოდნენ.

მხარეებმა განიხილეს კულტურის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე და სამომავლო პრიორიტეტული მიმართულებები, შეხვედრის დასასრულს კი ხელი მოეწერა სამუშაო ჯგუფის მესამე შეხვედრის ოქმს, რომელიც ორ ქვეყანას შორის კულტურული თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასა და გაფართოებას ითვალისწინებს.

დოკუმენტის თანახმად, საქართველო და აზერბაიჯანი გააძლიერებენ თანამშრომლობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, კვლევის, კონსერვაციისა და განვითარების, ასევე, მუზეუმების, ბიბლიოთეკების, თეატრის, მუსიკის, კინოს, სახვითი ხელოვნების, კულტურის სფეროში განათლებისა და შემოქმედებითი საქმიანობის მიმართულებებით. დოკუმენტი ითვალისწინებს ერთობლივი კულტურული პროექტების, პროფესიული გაცვლითი პროგრამებისა და ინსტიტუციური თანამშრომლობის ხელშეწყობასაც.

„საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის კულტურული ურთიერთობები სრულ თანხვედრაშია იმ პოზიტიურ დინამიკასთან, რაც ზოგადად, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში არსებობს და ვითარდება. დღევანდელი შეხვედრაც ამის ნათელი დადასტურებაა. ორმხრივი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განვიხილეთ კულტურული ურთიერთობების ძალიან ფართო სპექტრი. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მატერიალური თუ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებაზე, კინოინდუსტრიის , თეატრების, ლიტერატურის, კრეატიული ხელოვნების სფეროში, ასევე მუსიკის და სახელოვნებო განათლების მიმართულებით თანამშრომლობაზე. გამოიკვეთა კონკრეტული გამოწვევები და დაისახა სამოქმედო გეგმები მათი ერთობლივი დაძლევის მიზნით. უახლოეს თვეებში დასრულდება მოსამზადებელი სამუშაოები და ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროებს შორის, რომელიც გახდება გზამკვლევი მომავალ წლებში ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის კულტურული თანამშრომლობისა, რაც, დარწმუნებული ვარ, სულ მალე ხელშესახებ შედეგებს მოიტანს“, - განაცხადა გიორგი მირცხულავამ.

უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრას საქართველო უმასპინძლებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს