ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა1 წთ საკითხავი👁 10

ეროვნულ სასახლეში საიუბილეო ალბომის - „ლიანა ასათიანი 100“ წარდგენა გაიმართა

ეროვნულ სასახლეში საიუბილეო ალბომის - „ლიანა ასათიანი 100“ წარდგენა გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ეროვნულ სასახლეში საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული საიუბილეო ალბომის - „ლიანა ასათიანი 100“ წარდგენა გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს ალბომი ნინო თორაძემ, შორენა შავერდაშვილმა და ნიკოლოზ წულუკიძემ წარუდგ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ეროვნულ სასახლეში საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული საიუბილეო ალბომის - „ლიანა ასათიანი 100“ წარდგენა გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს ალბომი ნინო თორაძემ, შორენა შავერდაშვილმა და ნიკოლოზ წულუკიძემ წარუდგ…

ეროვნულ სასახლეში საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული საიუბილეო ალბომის - „ლიანა ასათიანი 100“ წარდგენა გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს ალბომი ნინო თორაძემ, შორენა შავერდაშვილმა და ნიკოლოზ წულუკიძემ წარუდგინეს.

ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე პირველ მოადგილესთან, მაკა გურგენიძესთან ერთად დაესწრო.

„სასიხარულოა, რომ ლიანა ასათიანის შესახებ საიუბილეო ალბომი გამოიცა. მოგეხსენებათ, ლიანა ასათიანი და თორაძეების ოჯახი ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია; შესაბამისად, ეს წიგნი მხოლოდ ერთი ხელოვანის ბიოგრაფია კი არა, მთელი ეპოქისა და იმ ადამიანების ისტორიაა, რომლებმაც ქართული კინოსა და მუსიკის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

საიუბილეო ალბომი ლიანა ასათიანის პირად ჩანაწერებს, თორაძეების ოჯახურ არქივს და საქართველოს ხელოვნების სასახლის კოლექციაში დაცულ ფოტომასალას, ასევე, მსახიობის წერილების, ჩანაწერებისა და ინტერვიუების ფრაგმენტებს მოიცავს.

ლიანა ასათიანის შემოქმედებითი ბიოგრაფია ქართული კინემატოგრაფის ოქროს ხანას და მარჯანიშვილის თეატრის სცენას უკავშირდება. ალბომში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა მსახიობის შვილს, პიანისტ ლექსო თორაძეს.

საიუბილეო ალბომის გამომცემელია შორენა შავერდაშვილი, შემდგენელი - ნიკოლოზ წულუკიძე, ხოლო ტექსტუალურ მასალაზე თეატრმცოდნე ლელა არაბიძემ იმუშავა.

ღონისძიება „თორაძეების ფონდისა“ და შორენა შავერდაშვილის გამომცემლობის ორგანიზებით გაიმართა.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს