ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა1 წთ საკითხავი👁 9

გერმანიაში "საქართველოს საუკეთესო არაქვევრის ღვინოების" დეგუსტაცია გაიმართა

გერმანიაში "საქართველოს საუკეთესო არაქვევრის ღვინოების" დეგუსტაცია გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გერმანის ქალაქ ნიუშტადტში ქართული ღვინის დეგუსტაცია "საქართველოს საუკეთესო არაქვევრის ღვინოები" გაიმართა. პრესტიჟულ გერმანულ მედია ჰოლდინგთან Meininger თანამშრომლობის ფარგლებში, აღნიშნულ ღონისძიებაზე ქართული ღვინოების ბრ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გერმანის ქალაქ ნიუშტადტში ქართული ღვინის დეგუსტაცია "საქართველოს საუკეთესო არაქვევრის ღვინოები" გაიმართა. პრესტიჟულ გერმანულ მედია ჰოლდინგთან Meininger თანამშრომლობის ფარგლებში, აღნიშნულ ღონისძიებაზე ქართული ღვინოების ბრ…

გერმანის ქალაქ ნიუშტადტში ქართული ღვინის დეგუსტაცია "საქართველოს საუკეთესო არაქვევრის ღვინოები" გაიმართა.

პრესტიჟულ გერმანულ მედია ჰოლდინგთან Meininger თანამშრომლობის ფარგლებში, აღნიშნულ ღონისძიებაზე ქართული ღვინოების ბრმა დეგუსტაცია ჩატარდა, რომელშიც ღვინის ინდუსტრიის პროფესიონალები, კომერციული სექტორის წარმომადგენლები, სომელიიები და ჟურნალისტები მონაწილეობდნენ.

აღნიშნული დეგუსტაციის მიზანი იყო საუკეთესო ქართული არაქვევრის ღვინოების შერჩევა. შედეგები ქულების მიხედვით გამოქვეყნდება სექტემბრის თვეში სპეციალურ სტატიებში ჟურნალებში Weinwirtschaft და SOMMELIERS.

WEINWIRTSCHAFT წარმოადგენს Meininger-ის გავლენიან B2B (ბიზნესი ბიზნესისთვის) ჟურნალს. იგი განკუთვნილია ღვინით მოვაჭრეების, სომელიეებისა და ინდუსტრიის პროფესიონალებისთვის. ჟურნალი ყოველწლიურად ავლენს საუკეთესო ღვინის მაღაზიებსა და სუპერმარკეტების სექტორებს.

SOMMELIER Meininger-ის კიდევ ერთ მაღალპროფესიული და პრესტიჟული ჟურნალია, რომელიც სპეციალურად უმაღლესი კლასის რესტორნების სომელიეებისთვის, რესტორატორებისა და პრემიუმ კლასის სასმელების ენთუზიასტებისთვისაა შექმნილი.

SOMMELIER მაღალი ხარისხის ღვინის კულტურასა და გასტრონომიულ ტენდენციებზეა ფოკუსირებული.

აღნიშნული მარკეტინგული აქტივობა ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და იმიჯის ზრდის დამატებითი შესაძლებლობაა გერმანიის ბაზარზე.

გერმანია ევროპაში ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი აქტივობებისა და ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობის შედეგად, შექმნილია ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენცია. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებულია 784 000 ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22%-ით მეტია.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს