ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა1 წთ საკითხავი👁 7

კულტურის მინისტრის მოადგილე კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტის გენერალურ მდივანსა და მდივნის მოადგილეს შეხვდა

კულტურის მინისტრის მოადგილე კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტის გენერალურ მდივანსა და მდივნის მოადგილეს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ ცერცვაძე კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტის (UNIDROIT) გენერალურ მდივანს, პროფესორ იგნასიო ტირადოსა და გენერალური მდივნის მოადგილეს, პროფესორ ანა ვენეციანოს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ ცერცვაძე კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტის (UNIDROIT) გენერალურ მდივანს, პროფესორ იგნასიო ტირადოსა და გენერალური მდივნის მოადგილეს, პროფესორ ანა ვენეციანოს…

საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ ცერცვაძე კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტის (UNIDROIT) გენერალურ მდივანს, პროფესორ იგნასიო ტირადოსა და გენერალური მდივნის მოადგილეს, პროფესორ ანა ვენეციანოს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოს მიერ UNIDROIT-ის (1995 წლის) "მოპარული, ან უკანონოდ გატანილი კულტურული ობიექტების შესახებ" კონვენციის რატიფიკაციის საკითხი განიხილეს. საუბარი შეეხო კონვენციის პირობებსაც. მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს უფრო მეტად გააღრმაონ თანამშრომლობა საქართველოსა და UNIDROIT-ს შორის.

კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტი (UNIDROIT) დამოუკიდებელი მთავრობათაშორისი ორგანიზაციაა, რომლის მიზანია სახელმწიფოებსა და სახელმწიფოთა ჯგუფებს შორის კერძო და სავაჭრო სამართლის თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის, ჰარმონიზაციისა და კოორდინაციის საჭიროებებისა და მეთოდების შესწავლა, ასევე, ამ მიზნების მისაღწევად ერთიანი სამართლებრივი ინსტრუმენტების, პრინციპებისა და წესების შემუშავება. ორგანიზაცია ამჟამად მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონიდან 65 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს.

შეხვედრას საქართველოს კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსი სალომე ჯამბურია და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი შორენა ციცაგი ესწრებოდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს