ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა1 წთ საკითხავი👁 18

შავი ზღვის მე-19 ჯაზფესტივალი დასრულდა

შავი ზღვის მე-19 ჯაზფესტივალი დასრულდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • შავი ზღვის მე-19 ჯაზფესტივალი დასრულდა წელს ბათუმში, შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის მერიის მხა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

შავი ზღვის მე-19 ჯაზფესტივალი დასრულდა წელს ბათუმში, შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის მერიის მხა…

შავი ზღვის მე-19 ჯაზფესტივალი დასრულდა

წელს ბათუმში, შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა და მაილს დევისის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. ფესტივალი მაილს დევისის ოჯახის წევრმა, პროდიუსერმა და დრამერმა ვინს უილბურნ ჯუნიორმა Miles Electric Band-თან (M.E.B.) ერთად გახსნა.

ფესტივალის ფარგლებში მსმენელის წინაშე წარდგა ამერიკელი R&B-ის სუპერვარსკვლავი ერიკ ბენე (Eric Benét), რომლის შემოქმედებაც R&B-ის, ნეო-სოულის, ჯაზისა და გოსპელის ელემენტებს აერთიანებს. ფესტივალის დასკვნითი კონცერტი კი ბენდმა „გოსთ ნოუთმა“ (Ghost Note) გამართა, რომელმაც ფანკის, ჯაზ-ფანკის, აფრობიტისა და ჰიპ-ჰოპის სინთეზი წარმოადგინა.

შავი ზღვის ჯაზფესტივალი ერთ-ერთ მნიშვნელოვანი კულტურულ ღონისძიებაა, რომელიც მსმენელს მსოფლიო ვარსკვლავების შემოქმედების გაცნობის შესაძლებლობას აძლევს. ფესტივალი ხელს უწყობს საქართველოს ინტეგრაციას საერთაშორისო მუსიკალურ სივრცეში, ზრდის ქვეყნის კულტურულ და ტურისტულ პოტენციალს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს