ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა1 წთ საკითხავი👁 22

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მთაწმინდის პანთეონში ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 165 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მთაწმინდის პანთეონში ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 165 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საღამოს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე პირველ მოადგილესთან, მაკა გურგენიძესთან და მწერალთა სახლის დირექტორთან, ქეთევან დუმბაძესთან ერთად დაესწრო. „მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო რეჟისორ გიორგი სიხა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საღამოს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე პირველ მოადგილესთან, მაკა გურგენიძესთან და მწერალთა სახლის დირექტორთან, ქეთევან დუმბაძესთან ერთად დაესწრო. „მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო რეჟისორ გიორგი სიხა…

საღამოს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე პირველ მოადგილესთან, მაკა გურგენიძესთან და მწერალთა სახლის დირექტორთან, ქეთევან დუმბაძესთან ერთად დაესწრო.

„მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო რეჟისორ გიორგი სიხარულიძეს ამ ძალიან საინტერესო თეატრალიზებული პერფორმანსისთვის, რომელმაც მთაწმინდის პანთეონში განსაკუთრებული განწყობა შექმნა. მადლობას ვუხდი ყველა მონაწილეს. ვფიქრობ, ასეთი ფორმით აღნიშვნა მნიშვნელოვანი თარიღებს კიდევ უფრო ემოციურსა და დასამახსოვრებელს ხდის. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ვაჟა-ფშაველას იუბილესთან დაკავშირებით კიდევ არაერთი საინტერესო ღონისძიება გაიმართება“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

საიუბილეო ღონისძიებაზე ვაჟა-ფშაველას ლექსის - „ჩემი ვედრების“ მიხედვით შექმნილი წარმოდგენა გაიმართა. დადგმაში, რომლის რეჟისორი გიორგი სიხარულიძეა, მონაწილეობდნენ მსახიობები: ზვიად დოლიძე, თინათინ კორძაძე, გია აბესალაშვილი, გია საგინაშვილი და საქართველოს სახელმწიფო სამეფო ნაციონალური ბალეტის მოცეკვავე-მსახიობი სანდრო სვანიძე, ასევე, ვოკალური სექსტეტი The Georgian Six და კონსტანტინე ვარდელის სახელობის სიმებიანი კვარტეტი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს