ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა2 წთ საკითხავი👁 16

ქალაქ ნიუ-იორკში, როკფელერების ცენტრში, ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია და ბიზნესფორუმი გაიმართა

ქალაქ ნიუ-იორკში, როკფელერების ცენტრში, ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია და ბიზნესფორუმი გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის Vinoveli Inc-ის ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკში, როკფელერების ცენტრში, ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია და ბიზნეს-ფ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის Vinoveli Inc-ის ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკში, როკფელერების ცენტრში, ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია და ბიზნეს-ფ…

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის Vinoveli Inc-ის ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკში, როკფელერების ცენტრში, ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია და ბიზნეს-ფორუმი გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ღონისძიებას ღვინის ბლოგერები, იმპორტიორები, მედიის, HoReCa (სასტუმრო-კაფე-რესტორანი) და კომერციული სექტორების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების სხვადასხვა სახეობის 40-მდე ბოთლი ღვინო.

„მსგავსი ფორმატის აქტივობები ემსახურება ქართული ღვინის პოპულარიზაციას, მომხმარებელთა ინტერესის ზრდასა და აშშ-ის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას.

ღონისძიებების მიმდინარეობისას, ვიზიტორებმა დააგემოვნეს სხვადასხვა სახეობის პრემიუმ ხარისხის ქართული ღვინო, მიიღეს ინფორმაცია ქართული ღვინის 8000-წლიანი მემკვიდრეობის, ადგილობრივი ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებისა და ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციული ტექნოლოგიის შესახებ.

ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინისთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც მაღალია როგორც ხარისხის მოთხოვნები, ისე კონკურენციის დონე. ბოლო წლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულმა არაერთმა მარკეტინგულმა ღონისძიებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდას ამერიკის ბაზარზე.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთ ყველაზე მაღალფასიან სეგმენტს წარმოადგენს, სადაც ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი დაახლოებით 6 აშშ დოლარს შეადგენს. (ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 3.11 აშშ დოლარის ფარგლებშია)“, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს