ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა1 წთ საკითხავი👁 20

საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ბაჰარ სეიდოვას შეხვდა

საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ბაჰარ სეიდოვას შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ბაჰარ სეიდოვას შეხვდა. მხარეებმა საქართველო-თურქმენეთს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ბაჰარ სეიდოვას შეხვდა. მხარეებმა საქართველო-თურქმენეთს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები…

საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ბაჰარ სეიდოვას შეხვდა.

მხარეებმა საქართველო-თურქმენეთს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და თურქმენეთის კულტურის სამინისტროებს და ორი ქვეყნის კულტურულ ინსტიტუციებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმებზე ხელის მოწერის საკითხებს.

ხაზი გაესვა, რომ დოკუმენტები ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას მუზეუმების, ლიტერატურის, მუსიკის, თეატრის, კინოს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებებით, ასევე პროფესიული გამოცდილების გაზიარებასა და საქართველოსა და თურქმენეთს შორის კულტურული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

აღინიშნა, რომ საქართველოში თურქმენეთის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თურქმენეთის კულტურის დღეები გაიმართება.

შეხვედრას საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, საქართველოს კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაკურაძე, ამავე დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი გიორგი ნადირაშვილი, თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თანამდებობის პირი მაკსატ ჰოჯამაევი, თურქმენეთის კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი გულნარ ამანოვა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ათამურატ ბალიბაევი ესწრებოდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს