ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა1 წთ საკითხავი👁 18

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, მიმდინარე წელს საქართველოს მასშტაბით 13 ღვინის გამოფენა-ფესტივალი გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, მიმდინარე წელს საქართველოს მასშტაბით 13 ღვინის გამოფენა-ფესტივალი გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, "ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოს მასშტაბით 13 ღვინის გამოფ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, "ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოს მასშტაბით 13 ღვინის გამოფ…

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, "ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოს მასშტაბით 13 ღვინის გამოფენა-ფესტივალი და პროფესიული ღონისძიება გაიმართა.

პროგრამას ღვინის ეროვნული სააგენტო 2024 წლიდან ახორციელებს. მისი მიზანია ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობა, ღვინის ტურიზმის განვითარების მხარდაჭერა და საზოგადოებაში ღვინის მოხმარების კულტურის ამაღლება. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაგეგმილი ქართული ღვინის ფესტივალები, თემატური გამოფენები, კონკურსები და საგანმანათლებლო ღონისძიებები.

მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში, სააგენტოს მხარდაჭერით, გაიმართა შემდეგი ღონისძიებები: Zero Compromise, "ღვინის სალონი შერეკილები", "საამური - ბუნებრივი ღვინის გამოფენა", Wine Ambassadors, "მალხაზ ხარბედიას სახელობის ახალი ღვინის ფესტივალი", "იორამ თარხნიშვილის სახელობის ღვინის ფესტივალი", "ღვინის მარკეტინგისა და მედიის საერთაშორისო ფორუმი", "ქართული ღვინისა და კუთხეების ფესტივალი", "მერანო", "ბოლნისის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი", კონკურსი "საქართველოს საუკეთესო სომელიე", "თბილისის გასტრო კვირეული" და ღვინის გამოფენა Red & White.

აღნიშნული ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას ადგილობრივ ბაზარზე, მეღვინეობის სექტორის განვითარებას, ღვინის ტურიზმის პოტენციალის გაძლიერებას და მომხმარებლის ცნობიერების ამაღლებას ქართული ღვინის მრავალფეროვნებისა და ხარისხის შესახებ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს