ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა1 წთ საკითხავი👁 13

თინათინ რუხაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართეს

თინათინ რუხაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე სამუშ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე სამუშ…

კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართეს, - ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვარლამ ლიპარტელიანმა მინისტრს ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ რეგიონებში გამართული შეხვედრების შედეგები გააცნო.

„აღინიშნა, რომ ადგილობრივ მოსახლეობაში განსაკუთრებულად დიდია ინტერესი ქართული თეატრის მიმართ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია რეგიონებში თეატრის საგასტროლო და საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება. ხაზი გაესვა კულტურულ აქტივობებში ადგილობრივი ახალგაზრდობის ჩართულობის გაზრდის მიზნით ერთობლივი ინიციატივებს განხორციელების საკითხს.

მინისტრმა ხელოვნების პოპულარიზაციის კუთხით მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე ისაუბრა და ახალგაზრდული ორგანიზაციას ინიციატივის აღსრულებაში სრული მხარდაჭერა დაუდასტურა.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მიმდინარე ზაფხულის სეზონზე, ქართული სახელმწიფო თეატრალური დასები, პირველ ეტაპზე, გურიის რეგიონს ეწვევიან.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად ითანამშრომლებენ კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულებით ახალგაზრდული პროექტების ერთობლივად განსახორციელებლად.

შეხვედრას სამინისტროს კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თათა სვანიძე და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი დავით ბოდაველი ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს