ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა1 წთ საკითხავი👁 13

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ალბომის - "საჩუქარი საქართველოდან" - წარდგენა გაიმართა

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ალბომის - "საჩუქარი საქართველოდან" - წარდგენა გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ალბომის - „საჩუქარი საქართველოდან“ - წარდგენა გაიმართა. ქართველი მხატვრებისა და მათი ნამუშევრების შესახებ ალბომი ავტორებმა ირინე საგანელიძემ და გიორგი კალანდიამ წარადგინეს. გ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ალბომის - „საჩუქარი საქართველოდან“ - წარდგენა გაიმართა. ქართველი მხატვრებისა და მათი ნამუშევრების შესახებ ალბომი ავტორებმა ირინე საგანელიძემ და გიორგი კალანდიამ წარადგინეს. გ…

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ალბომის - „საჩუქარი საქართველოდან“ - წარდგენა გაიმართა. ქართველი მხატვრებისა და მათი ნამუშევრების შესახებ ალბომი ავტორებმა ირინე საგანელიძემ და გიორგი კალანდიამ წარადგინეს.

გამოცემაში წარმოდგენილია ტრადიციული რეწვის დარგები: მეთუნეობა, ქსოვილის წარმოება, ოქრომჭედლობა, ხეზე კვეთა და სხვა.

ხელოვნების სასახლეში გამართულ ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო. მინისტრმა მადლობა გადაუხადა წიგნის ავტორებს და აღნიშნა, რომ „საჩუქარი საქართველოდან“ შექმნის მიზანი ტრადიციული გამოყენებითი ხელოვნების, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სფეროს დაცვა, შენარჩუნება, პოპულარიზაცია და განვითარებაა.

ალბომში წარმოდგენილია ინფორმაცია 80-ზე მეტი ქართველი ხელოვანისა და 15 სახელოსნოს მიერ სხვადასხვა ტექნიკით დამზადებული ნამუშევრების, ასევე, რეგიონული სახელოსნოების, შემოქმედებითი ჯგუფების, ინდივიდუალური ხელოვანების ნიმუშების და მათი დამზადების პროცესის შესახებ.

გამოცემაში ასევე თავმოყრილია ცნობები საქართველოს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ყველა იმ ინსტიტუციის შესახებ, რომელთა პროფესიული საქმიანობაც გამოყენებითი ხელოვნების სფეროს უკავშირდება. ესენია: საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმი, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს