ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა1 წთ საკითხავი👁 20

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში საერთაშორისო გამოფენა „ყვითელი მდინარიდან კავკასიამდე: ჩინეთის შანსის პროვინციის ბრინჯაოს საგანძური“ გაიხსნა

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში საერთაშორისო გამოფენა „ყვითელი მდინარიდან კავკასიამდე: ჩინეთის შანსის პროვინციის ბრინჯაოს საგანძური“ გაიხსნა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ეროვნულ მუზეუმში საერთაშორისო გამოფენა „ყვითელი მდინარიდან კავკასიამდე: ჩინეთის შანსის პროვინციის ბრინჯაოს საგანძური“ გაიხსნა. ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ექსპოზიციაზ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში საერთაშორისო გამოფენა „ყვითელი მდინარიდან კავკასიამდე: ჩინეთის შანსის პროვინციის ბრინჯაოს საგანძური“ გაიხსნა. ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ექსპოზიციაზ…

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში საერთაშორისო გამოფენა „ყვითელი მდინარიდან კავკასიამდე: ჩინეთის შანსის პროვინციის ბრინჯაოს საგანძური“ გაიხსნა.

ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ექსპოზიციაზე წარმოდგენილია შანსის მუზეუმის კოლექციის 36 გამორჩეული ბრინჯაოს ექსპონატი, რომლებიც თითქმის ორ ათასწლეულს მოიცავს (ძვ. წ. XVI ს. – ახ. წ. III ს.).

უძველესი ჩინური ცივილიზაციის განვითარებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ბრინჯაოს კულტურამ შეასრულა. მან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ჩინური სახელმწიფოს, ხელოვნებისა და კულტურული ტრადიციების ჩამოყალიბებაზე.

„შანსის მუზეუმის კოლექციის საქართველოში გამოფენა ქართველი დამთვალიერებლისთვის უნიკალური შესაძლებლობაა, გაეცნოს ჩინეთის ბრინჯაოს ცივილიზაციას – მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს. ასეთი პროექტები აძლიერებს თანამშრომლობას და მეგობრობას ჩვენს ქვეყნებს შორის, აღრმავებს საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურული დიალოგის პროცესს“, – განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ ცერცვაძემ გამოფენის გახსნის ღონისძიებაზე.

გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი, სომხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი და შანსის მუზეუმის დირექტორის მოადგილე ლანგ იუ ძიუნი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს