ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა2 წთ საკითხავი👁 2

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე: ყველა ცვლილება და ახალი რეგულაცია ემსახურება მიზანს, რომ ქართული ღვინო გახდეს კიდევ უფრო მეტად ხარისხიანი და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე: ყველა ცვლილება და ახალი რეგულაცია ემსახურება მიზანს, რომ ქართული ღვინო გახდეს კიდევ უფრო მეტად ხარისხიანი და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ბოლო წლებში ქართული ღვინის ხარისხი მუდმივად მზარდია, თუმცა ჩვენი მიზანია, რომ სულ უფრო მეტი ქართული ღვინო იყოს მაღალხარისხიანი. ყველა კატეგორიის ღვინო უნდა შეესაბამებოდეს რეგულაციებით მკაფიოდ გაწერილ მოთხოვნებს, რომ ღვი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ბოლო წლებში ქართული ღვინის ხარისხი მუდმივად მზარდია, თუმცა ჩვენი მიზანია, რომ სულ უფრო მეტი ქართული ღვინო იყოს მაღალხარისხიანი. ყველა კატეგორიის ღვინო უნდა შეესაბამებოდეს რეგულაციებით მკაფიოდ გაწერილ მოთხოვნებს, რომ ღვი…

„ბოლო წლებში ქართული ღვინის ხარისხი მუდმივად მზარდია, თუმცა ჩვენი მიზანია, რომ სულ უფრო მეტი ქართული ღვინო იყოს მაღალხარისხიანი. ყველა კატეგორიის ღვინო უნდა შეესაბამებოდეს რეგულაციებით მკაფიოდ გაწერილ მოთხოვნებს, რომ ღვინოს არ უნდა ჰქონდეს ზადი“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე საუბრის დროს.

„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ერთ-ერთი ცვლილებით, სავალდებულო დეგუსტაციას დაექვემდებარა კომერციული წარმოებისთვის განკუთვნილი ყველა ღვინო, გარდა „ბუნებრივი ღვინის“ კატეგორიისა.

ლევან მეხუზლას განცხადებით, რეგულაციების გამკაცრება ეტაპობრივად განხორციელდა.

„სადეგუსტაციო კომისია საქართველოში 2008 წლიდან მოქმედებს და ამ დროიდან სავალდებულო დეგუსტაციას ექვემდებარება ყველა დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო. 2017 წლიდან, სავალდებულო დეგუსტაციას დაექვემდებარა ყველა კატეგორიის საექსპორტო ღვინოც. კანონში შესული ბოლო ცვლილებებით, ფაქტობრივად ორგანოლეპტიკურ შემოწმებას ექვემდებარება ყველა სარეალიზაციოდ განკუთვნილი ღვინო, გარდა „ბუნებრივი ღვინის“ კატეგორიისა. ეს გამონაკლისი დაკავშირებულია ბუნებრივი ღვინის დამზადების ტექნოლოგიასთან, რადგან ვიცით, რომ ბუნებრივი ღვინო, თავისი დაყენების მეთოდიდან გამომდინარე, განსხვავებულია სხვა ღვინოებისგან“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან არსებული სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისია ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს, რათა ღვინის მწარმოებლებს დეგუსტაციის პროცესში არ შეექმნებათ შეფერხება.

„კომისიის შემადგენლობაში 60-ზე მეტი პროფესიონალი დეგუსტატორია. მათი უმრავლესობა მოქმედი მეღვინეა სხვადასხვა კომპანიიდან, ასევე არიან სომელიეები, ღვინის ლაბორატორიების თანამშრომლები. ყოველ კონკრეტულ დეგუსტაციაში 5 დეგუსტატორი მონაწილეობს“,- აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს