ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა2 წთ საკითხავი👁 14

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც რეგიონი ბუნების მოყვარულთათვის „ნამდვილ სამოთხედ“ არის შეფასებული. სტატიის ავტორი მკითხველს პირველივე აბზაციდან აცნობს აჭა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც რეგიონი ბუნების მოყვარულთათვის „ნამდვილ სამოთხედ“ არის შეფასებული. სტატიის ავტორი მკითხველს პირველივე აბზაციდან აცნობს აჭა…

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც რეგიონი ბუნების მოყვარულთათვის „ნამდვილ სამოთხედ“ არის შეფასებული. სტატიის ავტორი მკითხველს პირველივე აბზაციდან აცნობს აჭარის მთავარ უპირატესობას და წერს: „დილით შავ ზღვაში ბანაობა, შუადღეს კი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის უძველეს კოლხურ ტყეებში ლაშქრობა — აჭარა, ბათუმის გარშემო მდებარე რეგიონი, ნამდვილი სამოთხეა ბუნების მოყვარულთათვის.“

ავტორის შეფასებით, ბათუმი მხოლოდ ზღვისპირა კურორტი არ არის, არამედ „კარიბჭეა აჭარისკენ“, სადაც სუბტროპიკული სანაპირო შთამბეჭდავ მთებსა და უძველეს ტყეებს ერწყმის. სტატიაში ხაზგასმულია, რომ რეგიონში დილა შეიძლება სანაპიროზე დაიწყოს, ხოლო რამდენიმე საათში მოგზაური უკვე მთაში სალაშქროდ აღმოჩნდეს. „ევროპის მასშტაბით მსგავსი მრავალფეროვნება იშვიათია,“ — აღნიშნავს ავტორი.

გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს აჭარის ბუნებრივ მრავალფეროვნებაზე. სტატიაში წარმოდგენილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი კოლხური ტყეები და წიფლნარები, მტირალასა და კინტრიშის ეროვნული პარკები, ასევე აქტიური ტურიზმის შესაძლებლობები — რაფტინგი, კაიაკინგი, კანიონინგი და სამთო მარშრუტები. გამოცემა მკითხველს რეკომენდაციასაც აძლევს: „აჭარის ბუნების სრულად შესაგრძნობად აუცილებლად გამოსცადეთ ჩირუხის ზიპლაინი, რომელიც ევროპის ყველაზე გრძელი ორზოლიანი ზიპლაინია.“

სტატიის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა აჭარის მთიანეთსა და მდგრად ტურიზმს. ავტორი მკითხველს ურჩევს ტრადიციულ მთის სოფლებში სტუმრობას, ადგილობრივ ოჯახებში განთავსებას, რეგიონული სამზარეულოსა და ადგილობრივი ღვინის დაგემოვნებას, ასევე მონიშნული საფეხმავლო ბილიკებით მოგზაურობას. გამოცემის შეფასებით, ეს გამოცდილება მოგზაურებს საშუალებას აძლევს, ერთდროულად აღმოაჩინონ როგორც ბუნება, ისე ადგილობრივი კულტურა.

,,1000 Things” ყურადღებას ამახვილებს ბათუმის კიდევ ერთ უნიკალურ მახასიათებელზეც და აღნიშნავს, რომ ქალაქი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ფრინველებზე დასაკვირვებლად. განსაკუთრებით შემოდგომაზე, როდესაც ასობით ათასი მტაცებელი ფრინველი მიგრაციისას ბათუმის საჰაერო დერეფანს კვეთს, რეგიონი ორნითოლოგებისა და ბუნების მოყვარულების საერთაშორისო ინტერესის ცენტრად იქცევა.

სტატიის დასასრულს ავტორი აჭარას ოთხივე სეზონის ტურისტულ მიმართულებად წარმოაჩენს და მკითხველს ქართული თავგადასავლისკენ მოუწოდებს — გაზაფხულზე ჩანჩქერებისა და ველური ყვავილების, ზაფხულში ზღვის, შემოდგომაზე ფრინველებზე დაკვირვებისა და ზამთარში ალპური პეიზაჟების აღმოჩენის მოწოდებით.

,,1000 Things” ავსტრიული სამოგზაურო ციფრული და ბეჭდური მედიის პლატფორმაა, რომელიც მოგზაურობას, დასვენებას, გასტრონომიასა და კულტურას აშუქებს. პლატფორმას ყოველთვიურად 1.7 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. ის გერმანულენოვან ბაზარზე ერთ-ერთ გავლენიან სამოგზაურო მედიაპლატფორმად მიიჩნევა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს