ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა1 წთ საკითხავი👁 17

Moby 30 ივლისს საქართველოში კონცერტს გამართავს

Moby 30 ივლისს საქართველოში კონცერტს გამართავს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ამერიკელი მუსიკოსი Moby 30 ივლისს საქართველოში კონცერტს გამართავს. ღონისძიება რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართება, რომლის ორგანიზატორია Flitz Collective. Moby, რომლის ნამდვილი სახელია რიჩარდ მელვილ ჰოლი, სცენაზე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ამერიკელი მუსიკოსი Moby 30 ივლისს საქართველოში კონცერტს გამართავს. ღონისძიება რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართება, რომლის ორგანიზატორია Flitz Collective. Moby, რომლის ნამდვილი სახელია რიჩარდ მელვილ ჰოლი, სცენაზე…

ამერიკელი მუსიკოსი Moby 30 ივლისს საქართველოში კონცერტს გამართავს. ღონისძიება რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართება, რომლის ორგანიზატორია Flitz Collective.

Moby, რომლის ნამდვილი სახელია რიჩარდ მელვილ ჰოლი, სცენაზე 1980-იანი წლებიდან გამოჩნდა. მსოფლიოში პოპულარობა კი, 1999 წელს ჩაწერილმა ალბომმა Play მოუტანა, რომელიც ელექტრონული მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად მიიჩნევა.

ალბომში შესულია ისეთი კომპოზიციები, როგორებიცაა Porcelain, Natural Blues, Why Does My Heart Feel So Bad? და Bodyrock.

კარიერის განმავლობაში Moby-მ 23 სტუდიური ალბომი გამოსცა, ხოლო მისი ჩანაწერების გაყიდვების რაოდენობა 20 მილიონს აღემატება. მუსიკოსი ექვსჯერ იყო „გრემის“ ჯილდოზე ნომინირებული, მიღებული აქვს BRIT Awards-ისა და MTV Europe Music Awards-ის არაერთი ჯილდო. მისი მუსიკა ჟღერს ათეულობით ფილმსა და ტელესერიალში.

კონცერტის ორგანიზატორთა ინფორმაციით, 30 ივლისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე დაგეგმილ კონცერტზე შესვლა 18:00 საათიდან დაიწყება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ SEVDA და Circus Mircus, რის შემდეგაც სცენაზე Moby წარდგება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს