ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა2 წთ საკითხავი👁 2

საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, შპს „სთარინგ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ამირან ჯანელიძესთან ერთად, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ წლის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური შოუს საორგანიზაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, შპს „სთარინგ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ამირან ჯანელიძესთან ერთად, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ წლის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური შოუს საორგანიზაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „დინამო არენაზე“, ქართველი მსმენელის წინაშე თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი მუსიკალური ფიგურა - Kanye West YE წარდგება.
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„დინამო არენაზე“, ქართველი მსმენელის წინაშე თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი მუსიკალური ფიგურა - Kanye West YE წარდგება.

საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, შპს „სთარინგ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ამირან ჯანელიძესთან ერთად, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ წლის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური შოუს საორგანიზაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო, - ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.



12 ივნისს, „დინამო არენაზე“, ქართველი მსმენელის წინაშე თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი მუსიკალური ფიგურა - Kanye West YE წარდგება.


„სთარინგ ჯორჯია“ რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი კულტურული ინდუსტრიის კომპანიაა და ამ მასშტაბური ღონისძიების საორგანიზაციო პასუხისმგებლობა სწორედ მათ აქვთ აღებული. ვისარგებლებ შემთხვევით და მთელ გუნდს მადლობას გადავუხდი. აღვნიშნავ იმასაც, რომ ამ ტიპის პროექტებს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც კულტურული, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.

ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას, ქვეყნის პოპულარიზაციას და კულტურული ინდუსტრიის გაძლიერებას. პროექტი უკვე ფინალურ ეტაპზეა და ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაოები სწორედ ახლა მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, წინ შთამბეჭდავი შოუ გველის, რომელიც დაუვიწყარ გამოცდილებად იქცევა როგორც მაყურებლისთვის, ისე თავად ორგანიზატორებისთვის“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.



კანიე ვესტის შემოქმედებითი გზა ჰიპ-ჰოპ ვარსკვლავებისთვის ბითების შექმნით დაიწყო, თუმცა მალევე თავად იქცა მეგა ვარსკვლავად, რასაც 24 „გრემი“, 150 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომი და დაუვიწყარი საკონცერტო გამოცდილებებიც მოწმობს.


საქართველოს მთავრობის და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, „სთარინგ ჯორჯია“ მასშტაბური კულტურული პროექტების ხელშეწყობას აგრძელებს.

კულტურის მინისტრთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა შპს „სთარინგ ჯორჯიას“ დირექტორი, თამარ ჩხაიძე და Starring Georgia-ს სტრატეგიული განვითარების საბჭოს კრეატიული ხელმძღვანელი, ციცი იაშვილი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს