ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა1 წთ საკითხავი👁 16

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს „საქართველოს რეგიონებში ქართული კინოს პოპულარიზაციისა და კინოჩვენებების ხელშეწყობა“

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს „საქართველოს რეგიონებში ქართული კინოს პოპულარიზაციისა და კინოჩვენებების ხელშეწყობა“
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს „საქართველოს რეგიონებში ქართული კინოს პოპულარიზაციისა და კინოჩვენებების ხელშეწყობა“. პროექტების წარდგენის ვადაა 1-14 სექტემბერი. „პროექტი უნდა მოიცავდეს საქარ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს „საქართველოს რეგიონებში ქართული კინოს პოპულარიზაციისა და კინოჩვენებების ხელშეწყობა“. პროექტების წარდგენის ვადაა 1-14 სექტემბერი. „პროექტი უნდა მოიცავდეს საქარ…

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს „საქართველოს რეგიონებში ქართული კინოს პოპულარიზაციისა და კინოჩვენებების ხელშეწყობა“.

პროექტების წარდგენის ვადაა 1-14 სექტემბერი.

„პროექტი უნდა მოიცავდეს საქართველოს რეგიონებში არანაკლებ 8 კინოჩვენებას, სადაც წარმოდგენილი იქნება ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი ფილმები. თითოეული კინოჩვენების შემდეგ უზრუნველყოფილი უნდა იყოს შემოქმედებითი ჯგუფის წევრთან შეხვედრა ან ფილმის განხილვასა და დისკუსიაში მონაწილეობის შესაძლებლობა.

საკონკურსო კომისია დაკომპლექტებულია 5 წევრისგან. პროექტის შერჩევის კრიტერიუმები ითვალისწინებს პროექტის ავტორების გამოცდილებას, პროექტის მდგრადობას, ინოვაციურობას და მიზანთან შესაბამისობას.

კონკურსის საერთო ბიუჯეტია 50 ათასი ლარი. გამოყოფილი დაფინანსება იურიდიული პირების შემთხვევაში არ აღემატება 17 ათას ლარს, ფიზიკური პირებისთვის კი 8 ათას ლარს.

კონკურსზე “საქართველოს რეგიონებში ქართული კინოს პოპულარიზაციისა და კინოჩვენებების ხელშეწყობა” განაცხადები მიიღება ელექტრონულად, სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ელ. ფოსტაზე [email protected]. საკონკურსო პირობები და განაცხადების ფორმები 1 სექტემბრიდან განთავსებულია ცენტრის ვებგვერდზე www.gnfc.ge .

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, კონკურსანტს შეუძლია მიმართოს სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის კინოხელოვნების პოპულარიზაციის სამსახურის უფროსს მანანა სურაძეს ელ.ფოსტაზე [email protected]“, - აღნიშნულია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს