ანსამბლ „მართვეს“ მოსამზადებელ ჯგუფებში მოსწავლეთა მიღება დაიწყო

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF
- ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლი „მართვე“ აცხადებს მოსწავლეთა მიღებას მოსამზადებელ ჯგუფებში. მოსწავლეები მიიღებიან შემდეგ მიმართულებებზე: • ქართული ხალხური სიმღერა-გალობა; • ქართული ხალ…
- მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლი „მართვე“ აცხადებს მოსწავლეთა მიღებას მოსამზადებელ ჯგუფებში. მოსწავლეები მიიღებიან შემდეგ მიმართულებებზე: • ქართული ხალხური სიმღერა-გალობა; • ქართული ხალ…
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლი „მართვე“ აცხადებს მოსწავლეთა მიღებას მოსამზადებელ ჯგუფებში.
მოსწავლეები მიიღებიან შემდეგ მიმართულებებზე:
• ქართული ხალხური სიმღერა-გალობა;
• ქართული ხალხური საკრავები;
• თეატრალური ხელოვნება;
• გიტარა;
ქართულ ხალხურ სიმღერაში ვაჟებისა და გოგონების მოსმენა გაიმართება 11 სექტემბერს 11:00-დან 15:00 საათამდე.
მისამართი: თბილისი, გია ყანჩელის სახელობის ბაღი (არტოს ბაღი), აღმაშენებლის გამზირი N103.
სწავლა განახლდება 15 სექტემბრიდან.
„მართვეში” სწავლის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ მითითებულ ბმულზე.