ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა1 წთ საკითხავი👁 24

ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმში გამოჩენილი მხატვრის, ალექსი ვეფხვაძის 105 წლისადმი მიძღვნილი პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა

ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმში გამოჩენილი მხატვრის, ალექსი ვეფხვაძის 105 წლისადმი მიძღვნილი პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმში გამოჩენილი მხატვრის, ალექსი ვეფხვაძის 105 წლისადმი მიძღვნილი პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმში გამოჩენილი მხატვრის, ალექსი ვეფხვაძის 105 წლისადმი მიძღვნილი პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ…

ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმში გამოჩენილი მხატვრის, ალექსი ვეფხვაძის 105 წლისადმი მიძღვნილი პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა.

ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ კიკნაძე, ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორთან გიორგი კალანდიასთან და მხატვრის შვილიშვილთან, ბრუნო ვეფხვაძესთან ერთად დაესწრო.

„ხელოვნების სასახლეში ქართველი მხატვრის, ალექსი ვეფხვაძის 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. გამოფენას ერთი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ეს მხატვრის ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენაა. საზოგადოებას შესაძლებლობა ეძლევა, რომ ერთ სივრცეში იხილოს ალექსი ვეფხვაძის მრავალწლიანი შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი გამოფენის ორგანიზატორებს ამ შესაძლებლობისთვის. ასეთი გამოფენები მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის იმ ხელოვანების ნამუშევრების გასაცნობად, რომლებმაც გამორჩეული როლი შეასრულეს ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შექმნაში. ალექსი ვეფხვაძე სწორედ ასეთ შემოქმედთა რიცხვს მიეკუთვნება. დარწმუნებული ვარ, ხელოვნების მოყვარულთათვის ეს გამოფენა საინტერესო იქნება“, - განაცხადა მიხეილ კიკნაძემ.

გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის მიერ სხვადასხვა ჟანრში შესრულებული 30-მდე ფერწერული ნამუშევარი, რომლებიც გამოირჩევა მაღალი პროფესიული ოსტატობით, სახეების ფსიქოლოგიური სიღრმითა და აკადემიური სიზუსტით.

ისტორიული ჟანრის გარდა, მხატვარმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა პორტრეტულ ხელოვნებაში, ასევე, წიგნის გრაფიკაში, რითაც ხელი შეუწყო ქართული საგამომცემლო საქმის განვითარებას.

ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმი ალექსი ვეფხვაძის გამოფენას 25 სექტემბრამდე უმასპინძლებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს