ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა1 წთ საკითხავი👁 15

ღვინის ეროვნული სააგენტო რთველის პერიოდში 60-მდე ახალგაზრდას დაასაქმებს

ღვინის ეროვნული სააგენტო რთველის პერიოდში 60-მდე ახალგაზრდას დაასაქმებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რთველი 2026-ის პერიოდში, ღვინის ეროვნული სააგენტო რთველის საკოორდინაციო შტაბსა და ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციაზე 60-მდე ახალგაზრდას დაასაქმებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ოპერატორის პოზიციაზე დასაქმებისთვ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რთველი 2026-ის პერიოდში, ღვინის ეროვნული სააგენტო რთველის საკოორდინაციო შტაბსა და ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციაზე 60-მდე ახალგაზრდას დაასაქმებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ოპერატორის პოზიციაზე დასაქმებისთვ…

რთველი 2026-ის პერიოდში, ღვინის ეროვნული სააგენტო რთველის საკოორდინაციო შტაბსა და ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციაზე 60-მდე ახალგაზრდას დაასაქმებს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ოპერატორის პოზიციაზე დასაქმებისთვის ახალგაზრდები გასაუბრების საფუძველზე შეირჩნენ. შერჩეულ კანდიდატებს რთველის საკოორდინაციო შტაბში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისმა სპეციალისტებმა სამუშაოსთვის საჭირო სპეციალური ტრენინგები ჩაუტარეს.

დასაქმებული ახალგაზრდების ნაწილი ანალოგიური სამუშაოს შესრულების გამოცდილებას გასული წლების რთველის პერიოდიდან უკვე ფლობს.

ოპერატორები რთველის აღრიცხვის პროგრამაში ყურძნის ჩაბარების შესახებ მონაცემების აღრიცხვასა და დამუშავებას უზრუნველყოფენ. რთველის აღრიცხვის პროგრამა ქვეყანაში 2013 წლიდან მოქმედებს და ჩაბარებული ყურძნის შესახებ სრულყოფილი და დაზუსტებული მონაცემების შეგროვებას უზრუნველყოფს. აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვანია რთველის პროცესის ეფექტიანი მართვისა და მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებისთვის.

2026 წელს საქართველოში ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 320 ათას ტონას შეადგენს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს