ბათუმის 2026 წლის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალს UNESCO-ს პატრონაჟი მიენიჭა

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF
- „ბათუმის 2026 წლის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალს“ UNESCO-ს გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, ორგანიზაციის პატრონაჟი მიენიჭა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძ…
- მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.
„ბათუმის 2026 წლის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალს“ UNESCO-ს გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, ორგანიზაციის პატრონაჟი მიენიჭა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძ…
„ბათუმის 2026 წლის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალს“ UNESCO-ს გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, ორგანიზაციის პატრონაჟი მიენიჭა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრს, ელისო ბოლქვაძეს ოფიციალური წერილით მიმართა.
მინისტრის მოადგილემ ბოლქვაძეს გადასცა UNESCO-ს აფრიკისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში გენერალური დირექტორის თანაშემწის, ლიდია არტურ ბრიტოს წერილი და შესაბამისი ინსტრუქცია, რომელიც ფესტივალის ფარგლებში ორგანიზაციის სახელისა და ლოგოს - „ UNESCO-ს პატრონაჟით“ გამოყენების წესებს განსაზღვრავს.
UNESCO-ს პატრონაჟი წარმოადგენს ორგანიზაციის უმაღლესი დონის აღიარებას, რომელიც განსაკუთრებული კულტურული და სახელოვნებო მნიშვნელობის საერთაშორისო პროექტებს ენიჭება.