ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა1 წთ საკითხავი👁 15

ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ლევან კოღუაშვილის ფილმის „გურია“ მსოფლიო პრემიერა გაიმართა

ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ლევან კოღუაშვილის ფილმის „გურია“ მსოფლიო პრემიერა გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ლევან კოღუაშვილის ფილმის „გურია“ მსოფლიო პრემიერა გაიმართა. ფილმი ფესტივალის სექციაში Venice Spotlight იყო წარმოდგენილი. ფილმი „გურია“ გადაღებულია საქართველოს კულტურის სამინისტრო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ლევან კოღუაშვილის ფილმის „გურია“ მსოფლიო პრემიერა გაიმართა. ფილმი ფესტივალის სექციაში Venice Spotlight იყო წარმოდგენილი. ფილმი „გურია“ გადაღებულია საქართველოს კულტურის სამინისტრო…

ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ლევან კოღუაშვილის ფილმის „გურია“ მსოფლიო პრემიერა გაიმართა. ფილმი ფესტივალის სექციაში Venice Spotlight იყო წარმოდგენილი.

ფილმი „გურია“ გადაღებულია საქართველოს კულტურის სამინისტროს, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, „შემოქმედებითი საქართველოს”, საზოგადოებრივი მაუწყებლის და სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში” მხარდაჭერით. „გურია” შვიდი ქვეყნის (საქართველო, შვეიცარია, ლუქსემბურგი, ბულგარეთი, ნორვეგია, თურქეთი, საუდის არაბეთი) კოპროდუქციაა.

ვენეციაში გამართულ პრემიერას კინოფესტივალის სტუმრები, საერთაშორისო კინოინდუსტრიის წარმომადგენლები და ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. სტუმართა შორის იყვნენ ლუქსემბურგის კულტურის მინისტრი ერიკ თილი, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ალბერტო ბარბერა, საქართველოს კულტურის სამინისტროს კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი რუსუდან ჭუმბურიძე, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი მამუკა ბლიაძე, შემოქმედებითი საქართველოს დირექტორი სალომე ხურცილავა და სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ წარმომადგენლები.

პრემიერის პარალელურად, ვენეციაში პრესისთვის ფილმის სპეციალური ჩვენება და ქართული მიღება მოეწყო, რომელმაც ფესტივალის სტუმრებს, კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

ფილმის საერთაშორისო გაყიდვებზე ერთ-ერთი მსხვილი ფრანგული კომპანია იზრუნებს. „გურიას“ მიმართ უკვე არსებობს საერთაშორისო მედიისა და კინოინდუსტრიის წარმომადგენლების ინტერესი, განსაკუთრებული მოლოდინია უცხოელი კინოკრიტიკოსების შეფასებების მიმართ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ლევან კოღუაშვილის „გურიას“ ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს „ოსკარი“ საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში საქართველოს კანდიდატ ფილმად წარადგენს.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს