ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა2 წთ საკითხავი👁 8

დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაცია გაიმართა

დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაცია გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით ქალაქ ბაზში ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით ქალაქ ბაზში ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიი…

დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით ქალაქ ბაზში ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის, Swirl Wine Group-ის ორგანიზებით ჩატარდა.

ღონისძიებას მედიის, HORECA სექტორისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ქართული ღვინის სხვადასხვა სახეობა დაეგემოვნებინათ და ქართული მეღვინეობის ისტორიის, ტრადიციებისა და თანამედროვე წარმოების შესახებ ინფორმაცია მიეღოთ.

დეგუსტაცია-პრეზენტაციას უძღვებოდნენ დიდ ბრიტანეთში საკვებისა და ღვინის შეხამების მიმართულებით ცნობილი ავტორი ფიონა ბეკეტი და ბრისტოლში მოღვაწე ჟურნალისტი კეიტ ჰოუკინგსი, რომელიც საკვების, სასმელებისა და მოგზაურობის შესახებ წერს. მისი სტატიები ისეთ გავლენიან გამოცემებში ქვეყნდება, როგორებიცაა Financial Times-ი, The Guardian-ი, The Sunday Times-ი, The Telegraph-ი და Decanter-ი.

ფიონა ბეკეტი ღვინის თემაზე მრავალი წლის განმავლობაში მუშაობს. იგი The Guardian-ის ღვინის მიმომხილველი და ჟურნალის Decanter რედაქტორი იყო. მისი სტატიები ასევე გამოქვეყნებულია ისეთ გამოცემებში, როგორებიცაა The Times-ი, Daily Mail-ი, BBC Good Food-ი, National Geographic Traveller Food-ი და Country Living-ი.

ბაზი (Bath) დიდი ბრიტანეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ისტორიული ქალაქია, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, 2026 წელს დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას Swirl Wine Group-ი ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქში იმართება, ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე, ხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედიაკამპანიები. ასევე, ბრიტანელი ღვინის პროფესიონალებისთვის საქართველოში ღვინის ტურები ტარდება.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ექსპორტირებულია 268 ათას ლიტრამდე ქართული ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 37%-ით აღემატება.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სააგენტო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს