ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა1 წთ საკითხავი👁 15

პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში 1975-1976 წლების დისიდენტურ ჟურნალ „ოქროს საწმისის“ სრული კომპლექტის წარდგენა გაიმართა

პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში 1975-1976 წლების დისიდენტურ ჟურნალ „ოქროს საწმისის“ სრული კომპლექტის წარდგენა გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში 1975-1976 წლების დისიდენტურ ჟურნალ „ოქროს საწმისის“ სრული კომპლექტის წარდგენა გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი მაია ბითაძე, საქართველოს პარლა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში 1975-1976 წლების დისიდენტურ ჟურნალ „ოქროს საწმისის“ სრული კომპლექტის წარდგენა გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი მაია ბითაძე, საქართველოს პარლა…

საქართველოს პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში 1975-1976 წლების დისიდენტურ ჟურნალ „ოქროს საწმისის“ სრული კომპლექტის წარდგენა გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი მაია ბითაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია, კულტურის მინისტრის მოადგილე მიხეილ კიკნაძე, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი კონსტანტინე გამსახურდია დაესწრნენ.

მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას კულტურის მინისტრმა გამოცემის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„მინდა მოგილოცოთ უაღრესად მნიშვნელოვანი დისიდენტური ჟურნალის „ოქროს საწმისის“ სრული კომპლექტის გამოცემა. ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ხდება ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამ უნიკალურ მემკვიდრეობას მკითხველი დღეს სრული სახით იხილავს, რადგან წლების განმავლობაში ჟურნალის ნომრები ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენდა. მათი მოძიება, შეგროვება, ციფრული რესტავრაცია და ერთ გამოცემად გაერთიანება პროფესიონალიზმის, დიდი შრომის და თავდადების შედეგია. მოგეხსენებათ, სწორედ ამაში მდგომარეობს პროექტ „გიგანტური წიგნების“ უნიკალურობაც - სხვადასხვა არქივებში, ფონდებსა და კერძო კოლექციებში გაფანტული ისტორიული მასალები ერთიანდება და საზოგადოებას უბრუნდება“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა პროექტის იდეის ავტორებს და განმახორციელებლებს მასალების მოძიებასა და აღდგენაში შეტანილი წვლილისთვის.

ჟურნალი „ოქროს საწმისი“ პროექტ „გიგანტური წიგნების“ ფარგლებში, ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით გამოიცა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს