ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა1 წთ საკითხავი👁 12

თბილისში მსოფლიო კონგრესი HYPOGEA 2026 გაიხსნა

თბილისში მსოფლიო კონგრესი HYPOGEA 2026 გაიხსნა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესზე კლდეში ნაკვეთი არქიტექტურული ძეგლებისა და არქეოლოგიური მემკვიდრეობის კვლევის, დაცვისა და პოპულარიზაციის საკითხები იქნება განხილული. კონგრესში 15 ქვეყნის 80-მდე მეცნიერი მონაწილეობს. „საე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესზე კლდეში ნაკვეთი არქიტექტურული ძეგლებისა და არქეოლოგიური მემკვიდრეობის კვლევის, დაცვისა და პოპულარიზაციის საკითხები იქნება განხილული. კონგრესში 15 ქვეყნის 80-მდე მეცნიერი მონაწილეობს. „საე…

საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესზე კლდეში ნაკვეთი არქიტექტურული ძეგლებისა და არქეოლოგიური მემკვიდრეობის კვლევის, დაცვისა და პოპულარიზაციის საკითხები იქნება განხილული. კონგრესში 15 ქვეყნის 80-მდე მეცნიერი მონაწილეობს.

„საერთაშორისო კონგრესის HYPOGEA 2026 მასპინძლობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, საერთაშორისო საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი უნიკალური კლდეში ნაკვეთი და მიწისქვეშა მემკვიდრეობა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კონგრესი სხვადასხვა სფეროს წამყვან სპეციალისტებს აერთიანებს. კულტურის სამინისტრო კონგრესის ერთ-ერთი მხარდამჭერია. დარგის წამყვანი სპეციალისტების საქართველოში ვიზიტი ხელს შეუწყობს გამოცდილების გაზიარებას, საერთაშორისო პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის კიდევ უფრო ფართოდ პოპულარიზაციას“, - განაცხადა საქართველოს კულტურის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსმა სალომე ჯამბურიამ.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მიხეილ წერეთელმა მადლობა გადაუხადა კონგრესის ორგანიზატორებს და აღნიშნა, რომ კონგრესი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში პერიოდულად იმართება. მიმდინარე წელს კი, მისი მასპინძელი თბილისია, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ცნობადობის გაზრდისთვის.

HYPOGEA 2026 ქ. თბილისში, 22-26 სექტემბერს, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სპელეოლოგიის საერთაშორისო კავშირის (UIS) მხარდაჭერით ჩატარდება.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს