ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა1 წთ საკითხავი👁 4

ბათუმმა „ზაფხულის ფესტივალს“ უმასპინძლა

ბათუმმა „ზაფხულის ფესტივალს“ უმასპინძლა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ბათუმმა 20-21 ივნისს, „ზაფხულის ფესტივალს“ უმასპინძლა, რითაც აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმციით, ყველაზე ფერადი ფესტივალი, რომელსაც ბათუმი ყოველწ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ბათუმმა 20-21 ივნისს, „ზაფხულის ფესტივალს“ უმასპინძლა, რითაც აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმციით, ყველაზე ფერადი ფესტივალი, რომელსაც ბათუმი ყოველწ…

ბათუმმა 20-21 ივნისს, „ზაფხულის ფესტივალს“ უმასპინძლა, რითაც აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმციით, ყველაზე ფერადი ფესტივალი, რომელსაც ბათუმი ყოველწლიურად მასპინძლობს, წელსაც ანბანის კოშკთან გაიმართა უცვლელი სლოგანით „ზაფხული იწყება აქ“.

ულამაზესი საზაფხულო-საზღვაო დეკორაციებითა და ინსტალაციებით გაფორმებულ საფესტივალე სივრცეში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მრავალფეროვან მუსიკალურ შოუს დასწრებოდნენ. ფესტივალის სტუმრების წინაშე წასდგნენ ადგილობრივი და მოწვეული ბენდები: „ურსა“, „კახაბერი და ხანუმები“, „MIX2RA”, თიკა ბალანჩინი და „New One”, „ემოცია“, 4 up, „ლათინო ორკესტრალი“, SEENთეზი, ჯგუფი 1/4 და ლინდა ადამია, ,,La Fiesta”, ,,Why Not” და ,,Ocean Drive”.

ორი დღის განმავლობაში ფესტივალის სივრცეში 10-ზე მეტი ლაუნჯი და კაფე-ბარი ფუნქციონირებდა, რომლებიც სტუმრებს საზაფხულო მენიუს სთავაზობდნენ. ფესტივალზე მიმდინარეობდა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც, სადაც 150-მდე მეწარმე თავიანთ პროდუქციას სთავაზობდა სტუმრებს. ფესტივალი დიჯეებმა DJ Guri de Sal და DJ ბენე დაასრულეს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს