ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა2 წთ საკითხავი👁 19

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი მოკლემეტრაჟიანი ფილმების წარმოებას დააფინანსებს პრესრელიზი

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი მოკლემეტრაჟიანი ფილმების წარმოებას დააფინანსებს პრესრელიზი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს „მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების 2026-2027 წლის წარმოების დაფინანსება”. საკონკურსო პროექტები მიიღება ელექტრონულად, 2026 წლის 22 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის 18…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს „მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების 2026-2027 წლის წარმოების დაფინანსება”. საკონკურსო პროექტები მიიღება ელექტრონულად, 2026 წლის 22 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის 18…

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს „მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების 2026-2027 წლის წარმოების დაფინანსება”. საკონკურსო პროექტები მიიღება ელექტრონულად, 2026 წლის 22 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის 18:00 საათამდე ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ პროგრამაში - cinemacom.ge.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ პროდიუსერებს. მხატვრული ფილმის პროექტის ქრონომეტრაჟი არ უნდა აღემატებოდეს 52 წუთს.

კონკურსის საექსპერტო კომისიები (ჟიური) წარმოდგენილ პროექტებს ორ ეტაპად განიხილავს. პირველ ეტაპზე საექსპერტო კომისიის პირველი შემადგენლობა პროექტებს შეაფასებს სამი კრიტერიუმით: ფილმის პროექტის მხატვრული ღირებულება; ფილმის პროექტის პროდიუსერისა და ავტორების გამოცდილება; ფილმის პროექტის პროდიუსერისა და ავტორების სხვადასხვა ფესტივალებში მონაწილეობის გამოცდილება. მეორე ეტაპზე კი საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობა 7 კრიტერიუმით იხელმძღვანელებს: ფინანსური კუთხით პროექტის განხორციელებადობა და მდგრადობა; ტექნიკური დოკუმენტაციის გამართულობა; პროექტით გათვალისწინებული თანადაფინანსების რეალურობა; პროექტით გათვალისწინებული თანადაფინანსების მოპოვების ვადა; გააჩნია თუ არა შეუსრულებელი ფინანსური ან სხვა სამართლებრივი ხასიათის ვალდებულება ეროვნული კინოცენტრის წინაშე (მათ შორის, დაკისრებული აქვს თუ არა ფინანსური სანქციები); პროექტის კომერციული წარმატების პერსპექტივა; მიღებული აქვს თუ არა დაფინანსება პროდიუსერს ეროვნული კინოცენტრიდან და დადებით შემთხვევაში, პროდიუსერის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა (ფილმის დასრულება, გადავადების არსებობის ფაქტი, დაუსრულებელი პროექტი და სხვ.); ხარჯთაღრიცხვის შეფასებისას მხედველობაში მიიღება, თუ რამდენად არის გათვალისწინებული საბაზრო ფასები მისი შედგენისას. კონკურსის საერთო ბიუჯეტია 500 ათასი ლარი.

მაქსიმალური დაფინანსება თითოეული პროექტისთვის 125 ათას ლარს შეადგენს. საკონკურსო პირობებით განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში, ეროვნული კინოცენტრი მაქსიმუმ 4 პროექტს დააფინანსებს.

ინფორმაციას კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს