ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა1 წთ საკითხავი👁 24

ქ. ვისბადენში ქართული კინოს დღეები გაიმართა

ქ. ვისბადენში ქართული კინოს დღეები გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გერმანიის ფედერალური მიწის, ჰესენის დედაქალაქ ვისბადენში ქართული კინოს დღეები გაიმართა. მაყურებელმა ორი დღის განმავლობაში, 26 და 27 სექტემბერს ქართული კინოს სამი გამორჩეული შედევრი — თენგიზ აბულაძის „მონანიება“, ნანა მჭე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გერმანიის ფედერალური მიწის, ჰესენის დედაქალაქ ვისბადენში ქართული კინოს დღეები გაიმართა. მაყურებელმა ორი დღის განმავლობაში, 26 და 27 სექტემბერს ქართული კინოს სამი გამორჩეული შედევრი — თენგიზ აბულაძის „მონანიება“, ნანა მჭე…

გერმანიის ფედერალური მიწის, ჰესენის დედაქალაქ ვისბადენში ქართული კინოს დღეები გაიმართა. მაყურებელმა ორი დღის განმავლობაში, 26 და 27 სექტემბერს ქართული კინოს სამი გამორჩეული შედევრი — თენგიზ აბულაძის „მონანიება“, ნანა მჭედლიძის „პირველი მერცხალი“ და ელდარ შენგელაიას „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ — იხილა.

ღონისძიება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაიმართა, ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებითა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, გერმანიის კინემატოგრაფიის ცენტრის (Deutsche Kinemathek), გერმანიის ფედერალური არქივის (Bundesarchiv), დიასპორული გაერთიანების “Kiba e.V.” და მურნაუს კინოთეატრის (Murnau Filmtheater Wiesbaden) მხარდაჭერით.

ფესტივალი 26 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა კონსულმა ქ. მაინის ფრანკფურტში, პროფესორმა გიორგი ხუბუამ გახსნა.

ღონისძიებას ჰესენის ხელისუფლებისა და მთავრობის ოფიციალური პირები, გერმანიის საუნივერსიტეტო, აკადემიური, ბიზნეს და კულტურის სფეროსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სტუდენტები და ქართული დიასპორის წევრები ესწრებოდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს