ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა1 წთ საკითხავი👁 11

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ილმაზლოში არქეოლოგიური კვლევები გრძელდება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ილმაზლოში არქეოლოგიური კვლევები გრძელდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ილმაზლოსთან მდებარე მრავალფენიანი ნამოსახლარის არქეოლოგიურ სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი, ექსპედიციის ხელმ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ილმაზლოსთან მდებარე მრავალფენიანი ნამოსახლარის არქეოლოგიურ სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი, ექსპედიციის ხელმ…

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ილმაზლოსთან მდებარე მრავალფენიანი ნამოსახლარის არქეოლოგიურ სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი, ექსპედიციის ხელმძღვანელ გიორგი გოგოჭურთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

ილმაზლოს ნამოსახლარის კვლევა 2020 წლიდან დაიწყო და პერიოდულად გრძელდება. ამჟამად გათხრილია დაახლოებით 700 კვ. მ ფართობი. არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილი კულტურული ფენები და სტრუქტურები ექვს სხვადასხვა ეპოქას განეკუთვნება, რაც ძეგლს განსაკუთრებულ სამეცნიერო მნიშვნელობას ანიჭებს.

ყველაზე ადრეული აღმოჩენები ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებს მიეკუთვნება და წარმოდგენილია საკურთხევლითა და სამეურნეო ორმოთი. შემდეგი ქრონოლოგიური ჯგუფი რკინის ხანას განეკუთვნება და ძვ. წ. VIII–VII საუკუნეებით თარიღდება. ასევე, აღმოჩენილია ანტიკური ხანის დასასრულისა და ელინისტური ეპოქის პერიოდის სამარხები.

ნამოსახლარი 2011 წელს, ახალი მშენებლობის პროცესში გამოვლინდა; იგი მტკვრისპირა ბუნებრივ ბორცვზეა განთავსებული. მკვლევართა ვარაუდით, ნამოსახლარის ბორცვზე აღნიშნული ეპოქების სამშენებლო ფენებიც უნდა არსებობდეს, რომელთა გამოვლენაც შემდგომი არქეოლოგიური კვლევების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება.

„ილმაზლოს მრავალფენიანი ნამოსახლარის სისტემური შესწავლა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული ძეგლის ისტორიისა და არქეოლოგიური კულტურების კვლევის თვალსაზრისით, არამედ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ქვემო ქართლის ისტორიული განვითარების პროცესების უკეთ შესასწავლადაც“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ილმაზლოს მრავალფენიანი ნამოსახლარის არქეოლოგიურ კვლევას საქართველოს ეროვნული მუზეუმი ახორციელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს