ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა2 წთ საკითხავი👁 15

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, ვარძიაში სამუშაო ვიზიტით საერთაშორისო ექსპერტი კლაუდიო მარგოტინი იმყოფებოდა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, ვარძიაში სამუშაო ვიზიტით საერთაშორისო ექსპერტი კლაუდიო მარგოტინი იმყოფებოდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, მიმდინარე წლის 29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით, ვარძიაში სამუშაო ვიზიტით საერთაშორისო ექსპერტი, ინჟინერ-გეოლოგი, პროფესორი კლაუდიო მარგოტინი იმყ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, მიმდინარე წლის 29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით, ვარძიაში სამუშაო ვიზიტით საერთაშორისო ექსპერტი, ინჟინერ-გეოლოგი, პროფესორი კლაუდიო მარგოტინი იმყ…

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, მიმდინარე წლის 29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით, ვარძიაში სამუშაო ვიზიტით საერთაშორისო ექსპერტი, ინჟინერ-გეოლოგი, პროფესორი კლაუდიო მარგოტინი იმყოფებოდა. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, პროფესორმა კლაუდიო მარგოტინმა შეაფასა ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის საკონსერვაციო მდგომარეობა და სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად განიხილა ძეგლის სტრუქტურული კვლევებისა და გამაგრებითი ღონისძიებების საჭიროებები.

„ვიზიტის ფარგლებში შეფასებული მდგომარეობისა და გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე, დაიგეგმა ძეგლზე განსახორციელებელი გადაუდებელი საკონსერვაციო ღონისძიებები, ასევე განისაზღვრა გრძელვადიანი საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებები.

სამუშაო პროცესს ესწრებოდნენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი, სააგენტოს მთავარი არქიტექტორ-რესტავრატორი ლაშა შარტავა, სააგენტოს სპეციალისტები და გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სტიქიური პროცესების საინჟინრო გეოლოგიისა და ჰიდროლოგიის სამმართველოს უფროსი, გიორგი გაფრინდაშვილი.

კლაუდიო მარგოტინი 2014 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს კლდეში ნაკვეთ ძეგლებზე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის, ვარძიის ქანების სრულმასშტაბიანი დიაგნოსტიკა, მონიტორინგის სისტემების მოწყობა, მაღალი რისკის შემცველ უბნებზე დამცავი ბადეების განთავსება და მასშტაბური სარეაბილიტაციო-გამაგრებითი სამუშაოები.

ვარძიის კომპლექსი მუდმივად განიცდის ბუნებრივ ეროზიულ პროცესებს და რეგიონის მაღალი სეისმური აქტივობა ძეგლის სტრუქტურულ მთლიანობას დამატებით საფრთხეს უქმნის. ქვათაცვენისა და მეწყრული პროცესების რისკების შემცირების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, ძეგლი საჭიროებს მუდმივ მონიტორინგს, ზედამხედველობასა და შესაბამის საკონსერვაციო ჩარევებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს