ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა1 წთ საკითხავი👁 13

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე, პირველ მოადგილე მიხეილ კიკნაძესთან და მოადგილე ნათია შამათავასთან ერთად, მწერალთა სახლის ხელმძღვანელებს, ასევე, მწერალთა სახლის სისტემაში შემავალი მუზეუმების მმართველებს შეხვდა

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე, პირველ მოადგილე მიხეილ კიკნაძესთან და მოადგილე ნათია შამათავასთან ერთად, მწერალთა სახლის ხელმძღვანელებს, ასევე, მწერალთა სახლის სისტემაში შემავალი მუზეუმების მმართველებს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კულტურის მინისტრი მაია ბითაძე, პირველ მოადგილე მიხეილ კიკნაძესთან და მოადგილე ნათია შამათავასთან ერთად, მწერალთა სახლის ხელმძღვანელებს, ასევე, მწერალთა სახლის სისტემაში შემავალი მუზეუმების მმართველებს შეხვდა. ინფორმაციას…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე, პირველ მოადგილე მიხეილ კიკნაძესთან და მოადგილე ნათია შამათავასთან ერთად, მწერალთა სახლის ხელმძღვანელებს, ასევე, მწერალთა სახლის სისტემაში შემავალი მუზეუმების მმართველებს შეხვდა. ინფორმაციას…

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე, პირველ მოადგილე მიხეილ კიკნაძესთან და მოადგილე ნათია შამათავასთან ერთად, მწერალთა სახლის ხელმძღვანელებს, ასევე, მწერალთა სახლის სისტემაში შემავალი მუზეუმების მმართველებს შეხვდა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

მაია ბითაძემ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მდებარე, ცნობილი ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების მუზეუმების და სახლ-მუზეუმების ეფექტიანი მართვისა და განვითარების ერთიანი ხედვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრაზე მონაწილეებმა არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. განხილული იყო როგორც ინფრასტრუქტურული მიმართულების, ასევე, ადმინისტრაციული რესურსის გაუმჯობესებისა და ვიზიტორების გაზრდასთან დაკავშირებული საკითხები.

კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის, ივანე მაჩაბლის მუზეუმის, გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმის, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმისა და იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის მმართველები.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კულტურის სამინისტროს ხელოვნების განვითარებისა და ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი რუსუდან ჭუმბურიძე და კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსი სალომე ჯამბურია.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს