ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა1 წთ საკითხავი👁 21

ვარშავის კინოთეატრ „ილუზიონში“ ქართული მულტიპლიკაციური ფილმების ჩვენება მოეწყო

ვარშავის კინოთეატრ „ილუზიონში“ ქართული მულტიპლიკაციური ფილმების ჩვენება მოეწყო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივში დაცული ანიმაციური ფილმები ვარშავაში, პოლონეთის ეროვნული აუდიოვიზუალური ინსტიტუტის (FINA) მიერ ორგანიზებულ ანიმაციების მე-3 საერთაშორისო ფესტივალზე იყო ნაჩვენები. ინფორმა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივში დაცული ანიმაციური ფილმები ვარშავაში, პოლონეთის ეროვნული აუდიოვიზუალური ინსტიტუტის (FINA) მიერ ორგანიზებულ ანიმაციების მე-3 საერთაშორისო ფესტივალზე იყო ნაჩვენები. ინფორმა…

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივში დაცული ანიმაციური ფილმები ვარშავაში, პოლონეთის ეროვნული აუდიოვიზუალური ინსტიტუტის (FINA) მიერ ორგანიზებულ ანიმაციების მე-3 საერთაშორისო ფესტივალზე იყო ნაჩვენები. ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.

კრაკოვის ანიმაციური ფილმების სტუდიის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ამ ღონისძიების სპეციალური სექცია სახელწოდებით „ქართული ანიმაციური ფილმები ბავშვებისთვის“ ვარშავის კინოთეატრ „ილუზიონში“ (Kino Iluzjon) მოეწყო.

კინოჩვენებაზე მაყურებელმა იხილა ქართული მულტიპლიკაციური ფილმები: „სამი მეზობელი“ (1966, რეჟისორი ვახტანგ ბახტაძე); „ბრაკონიერები ფათერაკებში“ (1974, რეჟისორი გოგი კასრაძე); „ყურშა გაყოყოჩდა“ (1984, რეჟისორი გაბრიელ ლავრელაშვილი); „ლოკოკინა“ (1986, რეჟისორი ვახტანგ ბახტაძე); „სანუკვარი ოცნება“ (1989, რეჟისორი კონსტანტინე მაცაბერიძე).

35-მილიმეტრიანი ფირებიდან საქართველოს ეროვნულ არქივში ციფრულ მატარებელზე გადატანილი და აღდგენილი ეს ფილმები წარმოდგენილი იყო ქართულ ენაზე, პოლონური სუბტიტრებით.

ღონისძიების ფარგლებში ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორი გიორგი კაკაბაძე პოლონეთის ეროვნული აუდიოვიზუალური ინსტიტუტის წარმომადგენლებს - ჯოანა პოგორზელსკასა და მიხალ მროზს - შეხვდა და მათთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის 4-8 ნოემბერს FINA-ს მიერ ორგანიზებულ უხმო ფილმების ფესტივალზე კინოთეატრ „ილუზიონში“ ნაჩვენები იქნება საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული და ციფრულად რესტავრირებული დოკუმენტური ფილმი „დილის 10 წუთი“.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს