ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა1 წთ საკითხავი👁 17

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გამოფენა - „ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ქრისტიანული ხელოვნების საგანძური“ გაიხსნა

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გამოფენა - „ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ქრისტიანული ხელოვნების საგანძური“ გაიხსნა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გამოფენა - „ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ქრისტიანული ხ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გამოფენა - „ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ქრისტიანული ხ…

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გამოფენა - „ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ქრისტიანული ხელოვნების საგანძური“ გაიხსნა.

ღონისძიების ფარგლებში, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული კატალოგის წარდგენაც გაიმართა.

კატალოგი მუზეუმში დაცულ ქრისტიანული ხელოვნების X–XVIII საუკუნეების საგანძურის 200-ზე მეტ ნიმუშს აერთიანებს.

„გამოცემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული კულტურის და ოქრომჭედლური ხელოვნების, ასევე, ქვეყნის მხატვრული მემკვიდრეობის წარმოჩენის, სამუზეუმო კოლექციების კვლევისა და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ამასთან, გამოცემა ხაზს უსვამს სახელმწიფოს როლს სამუზეუმო კოლექციების შესწავლასა და პოპულარიზაციაში, განსაკუთრებით საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის მქონე თარიღის, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღნიშვნის კონტექსტში”, - აღნიშნა კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსმა, სალომე ჯამბურიამ.

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გამოფენაზე - ,,ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ქრისტიანული ხელოვნების საგანძური“ წარმოდგენილია მუზეუმის ფონდებში დაცული, X-XVIII საუკუნეების ეროვნული მემკვიდრეობის საეკლესიო ხელოვნების ნიმუშები, მათ შორის: ქართული ხელნაწერი წიგნები, ქართული ოქრომჭედლობის ნამუშევრები - ჭედური და ფერწერული ხატები და საეკლესიო ნაქარგობის ნიმუშები.

გამოფენა 30 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს