ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
კულტურა1 წთ საკითხავი👁 3

ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის რესტავრაცია-ადაპტაციის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის რესტავრაცია-ადაპტაციის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი გამოაცხადა, რომლის ფარგლებში მომზადდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი გამოაცხადა, რომლის ფარგლებში მომზადდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუ…

კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი გამოაცხადა, რომლის ფარგლებში მომზადდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობისა და მისი მეორე კორპუსის კონსერვაცია-რესტავრაციისა და თანამედროვე მუზეუმის ფუნქციებთან ადაპტაციის საპროექტო დოკუმენტაცია. ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.

პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს ეროვნული კატეგორიის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ხელოვნების მუზეუმის შენობის კონსერვაცია, რესტავრაცია და სტრუქტურული გამაგრება მისი ავთენტური არქიტექტურული სახისა და ისტორიული ქსოვილის დაცვით, ასევე, თანამედროვე მუზეუმის სტანდარტებთან შესაბამისი ფუნქციური ადაპტაცია.

საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს ისტორიული, ურბანული, არქიტექტურული, კონსტრუქციული, საინჟინრო და მუზეოგრაფიული გადაწყვეტების სრულ კომპლექსს.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ავთენტურობის შენარჩუნებას, მინიმალურ და შექცევად ჩარევებს, საერთაშორისო საკონსერვაციო პრაქტიკის გამოყენებას და თანამედროვე მუზეუმის სტანდარტების დაცვას.

პროექტის მიხედვით უნდა დაიგეგმოს ხელოვნების მუზეუმის შენობის სრულფასოვანი განახლება და მისი გრძელვადიანი დაცვის პროცესი, კოლექციების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შენახვა და წარმოჩენა, რაც მუზეუმს მისცემს შესაძლებლობას სრულფასოვნად წარმართოს არა მხოლოდ საგამოფენო, არამედ სამეცნიერო, კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობა.

რესტავრაციის პროექტის განხილვის პროცესში აქტიურად ჩაერთვება კულტურის სამინისტრო.

ხელოვნების მუზეუმის ინფრასტრუქტურის განახლების შედეგად მომავალი თაობებისთვის შენარჩუნებული უნდა იყოს საქართველოს და მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული საგანძური, ვიზიტორებისთვის შეიქმნას თანამედროვე და კომფორტული გარემო, თანამშრომლებისთვის კი უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო სამუშაო პირობები.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს