ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 9

ირაკლი კობახიძე: ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენს შიდა საქმეებში ერევა რუსული მხარე, ვაკეთებთ ხოლმე შესაბამის განცხადებებს და ანალოგიურად, როდესაც აკეთებს ევროპული სტრუქტურა განცხადებებს, როცა ერევიან ევროპული სტრუქტურები ჩვენს შიდა საქმეებში, აქაც ვაკეთებთ შესაბამის განცხადებებს

ირაკლი კობახიძე: ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენს შიდა საქმეებში ერევა რუსული მხარე, ვაკეთებთ ხოლმე შესაბამის განცხადებებს და ანალოგიურად, როდესაც აკეთებს ევროპული სტრუქტურა განცხადებებს, როცა ერევიან ევროპული სტრუქტურები ჩვენს შიდა საქმეებში, აქაც ვაკეთებთ შესაბამის განცხადებებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჩვენ უამრავი განცხადება გვაქვს გაკეთებული რუსეთის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით. უამრავჯერ გავაკეთეთ განცხადება და უამრავჯერ დავგმეთ რუსეთის პოზიცია სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის მთავარი სა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჩვენ უამრავი განცხადება გვაქვს გაკეთებული რუსეთის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით. უამრავჯერ გავაკეთეთ განცხადება და უამრავჯერ დავგმეთ რუსეთის პოზიცია სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის მთავარი სა…

ჩვენ უამრავი განცხადება გვაქვს გაკეთებული რუსეთის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით. უამრავჯერ გავაკეთეთ განცხადება და უამრავჯერ დავგმეთ რუსეთის პოზიცია სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის მთავარი საკითხი არის, ბუნებრივია, ოკუპაცია, ოკუპირებული რეგიონები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, უამრავი განცხადება აქვს გაკეთებული, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის განცხადებების მიმართ.

„როდესაც ე.წ. არჩევნებს ეხმაურებიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ესეც ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევაა იმიტომ, რომ როგორც აფხაზეთი, ისე ცხინვალის რეგიონი არის ჩვენი შიდა საქმე. ეს არის ჩვენი ტერიტორიები. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენს შიდა საქმეებში ერევა რუსული მხარე, ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე შესაბამის განცხადებებს და ანალოგიურად, როდესაც აკეთებს ევროპული სტრუქტურა განცხადებებს, როცა ერევიან ევროპული სტრუქტურები ჩვენს შიდა საქმეებში, აქაც, ბუნებრივია, ვაკეთებთ შესაბამის განცხადებებს.

სხვადასხვა ტიპის გამოწვევებია, მაგრამ სულისკვეთება არის იგივე. ერთ ქვეყანასაც და მეორე ქვეყანასაც უნდა ჩაერიოს ჩვენს სუვერენიტეტში, შიდა საქმეებში. სუვერენიტეტში ჩარევის სულისკვეთება არის ერთი და იგივე. რა თქმა უნდა, ხარისხი არის განსვავებული იმიტომ, რომ ერთ შემთხვევაში ვსაუბრობთ ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და სრულიად სხვა მასშტაბის პრობლემაა, მაგრამ სუვერენიტეტში ჩარევა არის სუვერენიტეტში ჩარევა. შესაბამისად, სულისკვეთება არის ერთი და იგივე, მასშტაბი განსხვავებულია.

იმედი გვაქვს, რომ ეს სულისკვეთება შეიძლება შეიცვალოს. რუსეთთან დაკავშირებითაც კი იგივე შემიძლია გითხრათ. თუ გადახედავენ საკუთარ პოზიციებს ოკუპაციასთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ რუსეთთანაც სასაუბროდ. თუ ეს სულისკვეთება შეიცვლება და ნაბიჯები გადაიდგმება, ჩვენ მზად ვართ. ევროპულ სტრუქტურებზეც იგივეა. ამ მოცემულობითაც ვესაუბრებით, უბრალოდ თვითონ არ გვესაუბრებიან, რაც აჩვენებს მათ სულისკვეთებას“,- აღნიშნა პრემიერმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს