ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 10

რას აცხადებენ ბრიტანეთის საელჩოში ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის ლიდერები

რას აცხადებენ ბრიტანეთის საელჩოში ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის ლიდერები
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ბრიტანეთის საელჩოში ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა დასრულდა. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი, გერმანიის ელჩი ბარბარა ფოსი და საფრანგეთის ელჩი ოლივიე კურტო ესწრებოდნენ. ოპოზიციის მხრიდან შეხვედრ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ბრიტანეთის საელჩოში ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა დასრულდა. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი, გერმანიის ელჩი ბარბარა ფოსი და საფრანგეთის ელჩი ოლივიე კურტო ესწრებოდნენ. ოპოზიციის მხრიდან შეხვედრ…

ბრიტანეთის საელჩოში ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა დასრულდა. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი, გერმანიის ელჩი ბარბარა ფოსი და საფრანგეთის ელჩი ოლივიე კურტო ესწრებოდნენ.

ოპოზიციის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრი ბადრი ჯაფარიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ფავლენიშვილი, „ფედერალისტების“ ლიდერი გიგა ბოკერია, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი ნიკა გვარამია. შეხვედრის თემა ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელი იყო.

ოპოზიციის ლიდერებმა მედიასთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთეს.

„მთავარი თემა არის, როგორ ავაცილოთ ჩვენს სახელმწიფოს ის შესაძლო, გამოუსწორებელი ზიანი, რასაც უქადის „ქართული ოცნების“ მიერ წამოწყებული ავანტიურა“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

„მე ვხედავ თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერას ყოველთვის, როდესაც ქართული საზოგადოება დგამს მყარ ნაბიჯებს საკუთარი ინტერესების, სუვერენიტეტის, სახელმწიფოებრიობის დასაცავად. ეს არის საქართველოს საზოგადოების ამოცანა დღეს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„როდესაც დღეს არსებობს კრიზისული მდგომარეობა, რომ არა მხოლოდ სახელმწიფოებრიობას ემუქრება საფრთხე, ეს არა მხოლოდ საქართველოს პრობლემაა, გახლავთ მთლიანად დასავლური უსაფრთხოების პრობლემა. ვსაუბრობთ ჩვენს ბუნებრივ მოკავშირეებთან. მთავარი გასაკეთებელი საქმე მაინც ქართველი ხალხის გახლავთ“, - აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს