ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 11

გელა სამხარაულმა დისკუსიაში - „საქართველოს აგრარული პოლიტიკის პრიორიტეტები და ახალი შესაძლებლობები“ მიიღო მონაწილეობა

გელა სამხარაულმა დისკუსიაში - „საქართველოს აგრარული პოლიტიკის პრიორიტეტები და ახალი შესაძლებლობები“ მიიღო მონაწილეობა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გელა სამხარაულმა საქართველოს ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში - „საქართველოს აგრარული პოლიტიკის პრიორიტეტები და ახალი შესაძლებლობები“ მიი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გელა სამხარაულმა საქართველოს ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში - „საქართველოს აგრარული პოლიტიკის პრიორიტეტები და ახალი შესაძლებლობები“ მიი…

საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გელა სამხარაულმა საქართველოს ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში - „საქართველოს აგრარული პოლიტიკის პრიორიტეტები და ახალი შესაძლებლობები“ მიიღო მონაწილეობა.

გელა სამხარაულმა სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით პარლამენტის მუშაობაზე ისაუბრა და ყურადღება საკანონმდებლო ცვლილებებზე გაამახვილა.

მისი თქმით, სოფლის მეურნეობის გრძელვადიანი განვითარებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებთან ერთად, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სტაბილურ საკანონმდებლო გარემოს.

როგორც გელა სამხარაულმა აღნიშნა, საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი გამოწვევა მცირემიწიანობა და მეურნეობების დანაწევრებაა. მისივე თქმით, ამ გამოწვევის დაძლევის მიზნით, პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტი „მწარმოებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე მუშაობს. კანონპროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით მზადდება.

გელა სამხარაულის განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ნიადაგის დაცვის საკითხია.

„ამჟამად ნიადაგის დაცვის კანონმდებლობის განახლების მიმართულებით ვმუშაობთ. საქართველოში ამ სფეროს მარეგულირებელი ორი ძირითადი კანონი - „ნიადაგის დაცვის შესახებ“ და „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ - 1994 და 2003 წლებშია მიღებული. ეს კანონები განსხვავებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ინსტიტუციურ გარემოში შემუშავდა და ზოგიერთი დებულება დღევანდელ საჭიროებებს ვეღარ პასუხობს. ჩვენი მიზანია, არსებული კანონმდებლობა განახლდეს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, უფრო მკაფიოდ განისაზღვროს პასუხისმგებლობები და ჩამოყალიბდეს ნიადაგის დაცვისა და მდგრადი მართვის უფრო ეფექტიანი სამართლებრივი საფუძვლები“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.

დისკუსიაში საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა საქართველოს აგრარული პოლიტიკის პრიორიტეტებზე, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობ საკანონმდებლო გარემოზე, მიწის რესურსების ეფექტიან გამოყენებასა და აგროსექტორში კერძო ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და "საქართველოს ეკონომიკური ფორუმის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს